სურათებით ტკბობას ჯობია 1 შეკითხვაზე გამცეთ პასუხი, რადგან მერსედესის სასტავი შევიყარენით.
აკუმულატორი დამიჯდა და რაღაცეები აირია-დაირია. ხელსაწყოთა პანელი ვააბშე დაიწვა და ა. შ. ყველაფერი თითქოს გავასწორე, მაგრამ სიგნალიზაციის პულტი (ქარხნული) არ მუშაობს. იმობილაიზერია და მანქანას უშვებს ჩვეულებრივად. თვითონ პულტიც გამართულია (სარეზერვოც მაქვს და ვცადე), მაგრამ რომ დააჭერ, რეაქცია არა აქვს მანქანას ჩაკეტვა/გაღებაზე. ცენტრალური საკეტი სალონიდან მუშაობს.
მითხრეს, რომ სინქრონიზაცია ჭირდება. 1997-იან ც-კლასებზე ვნახე სინქრონიზაციის წესი და ზოგ ადგილზე ასე წერია, თვითონ სინქრონიზირდება საკეტში ჩადებისასო, ზოგმა მითხრა, რესივერს დაუმიზნე - ორჯერ სწრაფად დააჭირე, მერე 30 წამში საკეტში ჩადე და ბოლომდე გააღე ზაჟიგანიეო. არაფერმა არ უშველა. არადა, დამწვარი არ არის, იმიტომ რომ იმ პრობლემების მერე მუშაობდა და მერე გაჩერდა თავისით.
ხო, ხელსაწყოთა პანელი ჯერ არ გამომიცვლია - ვეძებ. შეიძლება მაგის ბრალი იყოს?
პ. ს. ოფტოპიკი რო არ გამომივიდეს - თუ გამაშვებინებთ სიგნალიზაციას, მერსედესის კლუბში მიგულეთ
Stupidity is infinite.
Stupidity is eternal.