iPodმოკლედ, ყველას გასაგონად ვამბობ

STi ჰქვია იმპრეზას რომელიც გამოდიოდა და გამოდის WRC-ს მხარდასაჭერად, ანუ იმ მიზეზით რომ WRC-ზე მონაწილე ავტომობილი უნდა იყოს სერიულ წარმოებაში. სუბარუს გარდა სხვა კომპანიები რომლებიც WRC-ზე გამოდიან და გამოდიოდნენ, პრაქტიკულად თითზე ჩამოსათვლელები უშვებნდნენ WRC-ზე გამოსული მანქანების ანალოგ მართლაც სერიულ ავტომობილებს, უმეტესობა მხოლოდ განსაზღვრულ რაოდენობებს უშვებს, რაც დადგენილია FIA-ს წესებით
Subaru Impreza STi არის ქარხნული მოდელი, რომელიც აღჭურვილია ტურბინიანი ოპოზიტური ძრავით და აქვს 3 ტიპის ბლოკირება, 2 ხიდებზე (LSD) და მესამე ხიდთაშორისი, უმეტეს შემთხვევაში რეგულირებადი სალონიდან სპეციალური რეგულატორით, ასევე აქვს ინტერქულერზე წყლის შესასხურებელი. უფრო მეტად ახლოს WRC-ზე მონაწილე იმპრეზასთან არის STi-ს მოდიფიკაცია (ესეც ქარხნული) სახელწოდებით Type RA (Type R, კუპეს შემთხვევაში), რომელსაც ქარხნულადვე მოჰყვება სახურავში სავენტილიაციო ხუფი, არ მოჰყვება კონდიციონერი და კიდევ რაღაც წვრილმანები

ასევე გამოშვებულია სპეც-მოდელები, WRC-ზე სხვადასხვა დროს მოპოვებული გამარჯვებების საპატისაცემოდ, ე.წ. Limited Edition-ები, უმეტეს შემთხვევაში 500 ან 1000 ცალი ერთ ჯერზე
და ასევე არის გამოშვებული კიდევ უფრო დაწუნინგებული მოდელები, S201, S202, S203, S204, ესენიც შეზღუდული რაოდენობით...
ასევე გამოსულია ძალიან შეზღუდული რაოდენობის (სულ 400 ცალი) ლეგენდარული მოდელი 22B, რომელსაც აქვს 2.2 მოცულობის ძრავი...
Subaru Legacy B4 RSK (სედანი)/ Subaru Legacy Wagon GT-B (უნივერსალი), გამოდის ტვინტურბო ძრავით, სხვა ტექნიკური პარამეტრებით ანალოგია Impreza WRX-ისა, ანუ აქვს უკანა ხიდის ავტომატური ბლოკირება (LSD) და ასევე ცენტრალური დიფერენციალის ბლოკირება.
STi-ს მიერ გამოშვებულია ამ სერიის სპეციალური მოდელები რომლებსაც ჰქვიათ S401(ახალ კუზაოზეც გამოვიდა STi-ს მოდელები, მაგრამ სპეციალური სახელი არ დაურქმევიათ, უბრალოდ Tuned By STi ჰქვია, ანუ STi-ს ბირკებით გამოვა, ისევე როგორც ჩვეულებრივი იმპრეზა STi)
ასევე არსებობს სედანის მოდიფიკაცია (მხოლოდ სტაილინგი) Blitzen Edition, რომელიც დაუკვეთა Porsche-მ, იმის აღსანიშნავად რომ ამ მოდელის შექმნაში ისიც იღებდა მონაწილეობას, მხოლოდ ამ მოდიფიკაციას აქვს ექსკლუზიური წითელი ფერი



ესეც Blitzen-ის მოდელები ახალ კუზაოზე





რაც შეეხება ფორესტერს, გამოსულია რამდენიმე მოდელი ოფიციალური STi-ს წუნინგით, სპეცმოდელები არ გამოსულა არასოდეს
This post has been edited by PAINKILLER on 3 Dec 2007, 11:55