ახლახანს შევიძინე Mazda Demio, 1.3 DOHC ძრავით და ავტომატური გადაცემათა კოლოფით, გამოშვების წელი 2003
ამ მანქანის ყიდვის ერთ–ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა მისი ეკონომიურობა არის, ასევე ჩემი გემოვნების მიხედვით უფრო
სიმპატიურად გამოიყურება, ვიდრე სხვა ამ კლასის მანქანები.. რაც შეეხება მის მინუსებს, ტექნიკურად მანქანა აბსოლუტურად
გამართულ მდგომარეობაში იმყოფება და ამ მხრივ ჯერ ვერაფერს დავწერ, ნუ ის ისედაც ცხადია, რომ მოსახვევებში მაღალი
სიჩქარით შესვლისას მყარად ვერ იდგება, და რომ შორ გზაზე წასვლისას ისე კომფორტულად ვერ იგრძნობ თავს როგორც მერსედესში..

არც ის არავინ მოიტყუოს, რომ ქალაქის ციკლში 5 ან 6 ლიტრ საწვავს მოიხმარსო

ჩემი დაკვირვებით დაახლოებით 8 ლიტრს მოიხმარს,
რაც სავსებით ნორმალურია.. რაც შეეხება მის დადებით მხარეებს, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, გამოიყურება საკმაოდ სიმპატიურად
როგორც გარედან, ასევე შიგნიდანაც, და სხვათაშორის არის საკმაოდ ტევადიც, რაც ასეთ მანქანებს ნაკლებად ახასიათებთ.. გამაოცა ასევე
მისმა ქარხნულმა აუდიო სისტემამ, აი მართლა გემრიელი ხმა და აკუსტიკა აქვს..

ჰოდა კიდევ, აქვს საკმაოდ მაღალი დაკიდება, რაც გზებზე
არსებულ სხვადასხვა სურპრიზების მიმართ, შიშის საბაბს არ გაძლევს. მოკლედ ამ ეტაპზე სულ ეს არის..
ესეც ჩემი მანქანის სურათი