რა უნდა ამ თემას მე-12 თუ მე-13 გვერდზე, ჰა?

მოკლედ.. რისი თქმა მინდოდა..
მაზდას მაზდოხისტებისათვის რამდენიმე სიახლე აქვს:
დავიწყოთ "მსუბუქით" - უკვე გადაწყვეტილია MX-5-ის ახალი დიზაინი (დაჟე ორი!), ევროპული და მსოფლიო ბაზრისათვის.


(ოღონდ არ მახსოვს, რომელი რომლისთვის იქნება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ორივე ძალიან მომწონს. ყვითელი - განსაკუთრებით

)
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ახალი MX-5 არ იქნება "convertable" - ანუ, "კაბრიო" და ჩვეულებრივი, hard top კუპე იქნება.
პრინციპში, ვფიქრობ, ეს იდეა დაჟე მომწონს

ახლა ცოტა უფრო სერიოზული ნიუსები:
მაზდამ შეიმუშავა ახალი კონსეპტი RX-9-ისათვის. აი, ისიც - Furai:

ამავე დროს გადაწყვიტა, გაეგრძელებინა MX-3-ების სტილი (კიდევ კარგი, ნაკონეცტო დაშლო!!!) და შეიმუშავა MX-4-ის კონსეპტი:


ალბათ თვალში საცემია, რომ კონსეპტის ძირითადი "ბლოკი" (განსაკუთრებით შუა ნაწილი) ძალიან გაქვს თანამედროვე MX-3-ს, "დრუნჩი" კი უფრო აგრესიულია. (როგორც joxa666 ამბობს, "მუსკულისტი მასტიაო"

)
არის ერთი მომენტი!
ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი RX-9-ის ეს კონსეპტი ("ფურაი") რეალურად განხორციელდება თუ არა. თუ განხორციელდა, მაშინ RX-9 (წითელი "Fურაი") გამოვა როტორული ძრავით, ხოლო MX-4 - ჩვეულებრივი პისტონური ძრავით.
მაგრამ თუ "Fურაის" კონსეპტი არ განხორციელდა, ამ "ჩვენს" შავ "MX-4"-ში ჩადგამენ როტორულ ძრავს. შესაბამისად, სწორედ ეს იქნება მომავალი RX-9, ხოლო MX-4 - აღარ გვექნება

ამიტომ ძაააააააალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე პროექტი განხორციელდება და მომავალში მივიღებთ როგორც ახალ RX-9-ს, ასევე MX-4-საც

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Kabura-ს ფორუმზე:
http://kaburaforums.com/
ნუ.. რას ფიქრობთ მაზდოხისტებო და არა-მაზდოხისტებო?
This post has been edited by ShadowCat on 24 Feb 2008, 15:58