ზუსტად ერთი წელი მყავდა A4 1.8 20V - მაგარი მანქანაა, მე მაგრად მასიამოვნა - პერედოკზე ხელი არ დამიდია, ვაბშე და ისე გავყიდე, რომ არაფერი არ ჭირდა, ჩამირტყია კიდეც, ცუდ გზაზეც მივლია, მაგრამ ყველაფერი ესენი კიდია..
რემენი შევცვალე - ცოტა ძვირი და რთული სიამოვნებაა, მაგრამ მე ყველა მანქანაზე ვცვლი..
რაც გამიფუჭდა ხანდაზმულობის გამო, რულავოი იყო და ვაშლიჯვარში გავაკეთებინე, თუმცა ხელოსანი შემეშალა და ცოტა გამაწვალა, ტარიელი ვერ აკეთებს და ბადრისთან უნდა მიხვიდე თუ რამეა ყველა ვარიანტში..
და ზეთის რადიატორი გამისკდა - ეგეც ხანდაზმულობის გამო და პრაკლატკა ვერ ვიშოვე და ტრაქტორის წავიდა ლარიანი
ერთიც პადმატორნი გამოვცვალე და ეგ იყო.. სტუპიცებიც შევცვალე - ძვირი არ არის - ნორმალური ცალი 40 ლარამდე ღირს და ყველას არ უფუჭდება.
წვით ტრასაზე მე 7.5 -ს მიწვავდა, ქალაქში კონდიციონერით 11-ს, რაც ძალიან მაგარი წვაა, გაწევით ტრასაზე ძალიან მაგარია, ვაბშე არ უჭირს, განსაკუთრებით 3000 აბაროტის შემდეგ, არც ქალაქში შეგარცხვენს დამიჯერე
რომ გავყიდე, ცენტრში შეამოწმეს და ისეთ კარგ მდგომარეობაში იყო, რომ მცოდნოდა წინასწარ 7500 დოლარს არ ვეტყოდი - 1998-ის მოდელი იყო თან..
წამყვანი თვლები წინა ქონდა, ბლოკიროვკის გარეშე და მაგიტომ გავყიდე - ბაკურიანში სწორ ადგილას ჩავარდი და მაშინ დავიმუქრე - 4X4 ვიყიდითქო..
ეტოგში ბევრი რომ არ გელაპარაკო, კარგი მანქანა უნდა იყიდო და რისთვისაც გინდა, გაგისწორებს მაგრად...
რაც შეეხება ბმვ-ს მე A4-თან ტროიკას არ ვახსენებდი საერთოდ...
* * *
თან ჩემთვის აუდი უკვე მესამეა და სხვა ბრენდებისაკენ არც ვიხედები, ბევრი ჭორი დადის - ცუდი მანქანააო, ესაო, ისაო, მაგრამ ეგრე არ არის - უნდა იცოდე რანაირი იყიდო, და როგორ მოუარო, ვისთან მიიყვანო, რომ გლუშიტელის პაჩებნიკებზე არ გატაროს ვინმე იდიოტმა ხელოსანმა - არაფერი პრობლემა არ არის - თან ეხლა ამერიკის კანალი რომ გაიხსნა, ძალიან ბევრი აუდი შემოდის საქართველში და ნაწილებიც პრობლემა აღარ არის..