Audi-ს გამარჯვებებმა ლეგენდარულ მარათონში „24 საათი ლე-მანა“ - უზარმაზარი სარგებელი მოუტანა კომპანიას. არა მარტო მარკეტინგის თვალსაზრისით, არამედ ტექნიკურითაც. „4-მა რგოლმა“ კიდევ ერთხელ გადახედა თავის გამოცდილებას რბოლებზე და დეტროიტში საშუალო მოცულობის კუპე Audi R8 წარმოადგინა... დიზელის ძრავით!
უკმაყოფილო გამომეტყველების მიღებას ნუ იჩქარებთ. კომპანიამ R8-ში ხომ ყველაფერ იმას მოუყარა თავი, რაც ლე-მანეს მარათონებზე ისწავლა. 2003 წელს წარმოდგენილ კონცეპტუალურ კუპეს - Le Mans quattro - ტყუილად არ ერქვა უძველესი მსოფლიოს ავტომობილების „ენდურანსის“ სახელი. 3 წლის შემდეგ კი R8-ს სერიული ვერსიის დებიუტი მოეწყო. სახელი მას ფრანგების მიწაზე 5-ჯერ გამარჯვებული „ბარკეტის“ საპატივცემულოდ დაერქვა.
სერიული R8-ს იმიჯი ლე-მანეს მარათონებთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. ამჯერად გერმანელებმა თავიანთი სუპერ-დიზელი სარბოლო ტრასიდან გადაიტანეს. იგი თავიდან R10 პროტოტიპში მუშაობდა. ამ სიმბიოზმა 24-საათიან რბოლებში (2006-2007 წწ.) გაემარჯვებებს შექუმნა საფუძველი. სწორედ ასეთი ძრავი აღმოჩნდა დეტროიტში წარმოდგენილ კონცეპტში - Audi R8 V12 TDI.
სხვათაშორის, ვინმეს თუ ახსოვს, ეს ძრავი კროსოვერ Audi Q7-ში იყო მოთავსებული. ამ ავტომობილმა კონვეირამდე ვერ მიაღწია. მაშინ ხმები დაირხა, თითქოს ამ ძრავის R8-ში იმპლანტირებას აპირებდნენ. მოარული ჭორები სრული სიმართლე აღმოჩნდა.
ძრავი საოცარი მახასიათებლებით გამოირჩევა: 6-ლიტრიანი V12 500 ცხ.ძ (150 ცხ.ძ.-თ ნაკლები, ვიდრე Audi R10-ს სარბოლო ძრავს შეუძლია) და 1000 ნმ. ბრუნვის მომენტს ავითარებს. 100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი 4.2 წმ-ში აღწევს - ეს უფრო ნაკლები მაჩვენებელია ვიდრე ბენზინის R8-ში. მაქსიმალური სიჩქარე - 300 კმ/სთ-ია. ამასთან, იგი სრულად აკმაყოფილებს ევრო-6-ს ეკოლოგიურ მოთხოვნებს, რომელიც ძალაში მხოლოდ 2014 წელს შედის. ფანტასტიკაა!
ბუნებრივია, Audi R8 სრული ამძრავით - quattro და გადაცემათა მექანიკური კოლოფით არის აღჭურვილი. კონვეირამდე მისვლისას იგი საფირმო „რობოტს“ - R tronic - მიიღებს დამატებითი თვისების როლში.
ვფიქრობ, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ბენზინზე მომუშავე Audi R8 -ს მფლობელები არა მარტო არ დასცინებენ თავიან „დიზელის“ კოლეგებს, არამედ შურის თვალითაც შეხედავენ. ასე რომ, დაუცადეთ, შეიძიენთ და დაშოკეთ ბენზინგასამართი სადგურის მომუშავეები და საზოგადოება.
http://www.drive.ge/index.php?m=44&newsid=126
მიმაგრებული სურათი