ბიჭებო და გოგოებო, ამჟამად რა ფასებია მარჯვენასაჭიან ფორესტერებზე? ჩემი 1999-იანია, ვერცხლისფერი, ტ/ტბ ვერსია. 7-8 თვეა თბილისშია და მე კი უცხოეთში. მამაჩემი დადიოდა და ის კიდევ ოპელს ვერ გავაცილე, ჰოდა იყიდა ასტრა და უნდა გავყიდოთ ფორიკა.

103 აქვს გარბენილი. ძალიან ჯანზეა. უკანა ამორტიზატორები დასჭირდება მალე და წინ ალბათ რეზინა-მაიმუნობები. სხვაფრივ, მაშინა მხეც, თავად მოგეხსენებათ რა ვაჟკაცებიცაა ფორიკები.
ბაზარზე საწოწიალოდ არ მინდა გამეტება: ერთხელ უკვე მყავდა, სანამ ზაგრანიცაში წავიდოდი და ნერვი ამეშალა "ვაი, ეს რა მანქანაა?" და "აი, ამას რო საჭე მარცხნივ ჰქონდეეეეს!" ტიპის კომენტარებით. მოკლედ, დოლარის გათახსირების ფონზე რომ უცბად და ულაპარაკოდ 5500 დავიძახო, გავაბედნიერებ ვინმეს თუ ვერა?
მადლობა.
ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულებულა, რომ ქვები გათავდა....
Let's move to clean energy.