ხო იაღოვამ თქვა 5 ცილინდრიოო
P. S. SAN-627
* * *
Audi quattro განვითარების ხელმძღვანელმა Stefan Reil-მა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მისი კომპანია სერიოზულად დაინტერესდა შემსუბუქებული სპორტული ავტომობილების გამოშვებით. ამგვარი ავტომობილი გამოუშვეს 2005 წელს TT quattro Sport. ის გამოირჩეოდა 1,8 ლიტრიანი ფორსირებული ტურბოძრავითმძიმე V6 ტიპის მძიმე ძრავის მაგივრად, ასევე არ ქონდა უხეში დაკიდება და უკანა ადგილები. ის იყო გაცილებით მსუბუქი.
ახალი ავტომობილების რიგში პირველი კვლავ TT-ა, უკვე მეორე თაობა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ კომპანია გვაჩვენა მისი გასპორტულებული ვერსია TTS, რომელსაც ასევე შეხვდა ფორსირებული 4 ცილინდრიანი ძრავი V6 ტიპის ძრავის ნაცვლად. მაგრამ როგორც ჩანს გერმანელები კვლავ წინსვლას აპირებენ. ჭორები თუ დავუჟერებთ TT-RS იქნება 5 ცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელსაც ექნება 350 ც.ძ. წონა კი კვლავ მცირე დარჩება.
Reil-მა არ გამორიცხა, რომ მალე შეიძლება გამოჩნდეს უფრო სწრაფი და მსუბუქი R8. ეს იქნება დამატება ბენზინის V10 ტიპის ძრავის მქონე ვერსიის, რომელიც წელს გამოჩნდება. ავტომობილის უკანა ნაწილის ზოგიერთი დეტალი იქნება კარბონის, შეიძლება ამოიღონ ავტომობილიდან კლიმატ-კონტროლი და აუდიო-სისტემა. მაგრამ ავტომობილს ექნება V8 ტიპის 500 ც.ძ.-იანი ძრავი. ის 100 კილომეტრს 4 წმაში განავითარებს.
ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, სრულიად შესაძლებელია, რომ Audi RS4-ს და RS5-ს მოაცილებენ მძიმე დეტალებს, როგორიცაა რვაცილინდრიანი ძრავი და მის მაგივრად გაუკეთებენ მსუბუქ და კომპაქტურ ტურბოძრავებს.
P. S. SAN-627
* * *
cameti13
მგონი შენი ხელი ურევია ამ საქმეში
This post has been edited by kastera on 21 May 2008, 22:37