GR-გაუმარჯოს!
ხო, ხან წასული ვიყავი, ხან ამ ომის გამო ვიყავი დეპრესიაში

დღეს დილიდან 10 -ზე რომ მივედი აუდის ცენტრში, ახლა დავბრუნდი მხოლოდ. გამოვუცვალე ბ4-ს "ზუბჩატი", ბენზინის ფილტრი, ზეთის ფილტრი, ჰაერის ფილტრი. ამ უკანასკნელმა გააწვალა ხელოსნები, რადგანაც ფილტრი პრისკის სისტემის ქვეშაა. ზეთი ჩავასხი ლიქვი-მოლი, მინერალი. ცოტა ხანში გამოვცვლი, იმიტომ იქ ვიურტი ესხა, იყო აბსოლუტურად შავი. ან ძრავი არის შიგნიდან საკმაოდ ჭუჭყიანი, ან ვიურტის ზეთი "ჩაიწვა". ერთი სიტყვით, გამორეცხვა სწირდება ზეთით. გამორეცხვის სხვა მეთოდს არ ვიცნობ. 500 კმ-ში გამოვცვლი ლიქუი-მოლს. მაგრამ ჩასხმისას არ მომეცონა მისი სიბლანტე. მომეჩვენა, რომ თხელია. ადრე ლიქუი-მოლის მომხრე ვიყავი: ჰონდაში სულ მაგას ვასხამ (ნახევრად-სინთეტიკას), მაგრამ იქაც არ მომწონს ბოლ დროს. არ ვიცი ბ4-ში შემდეგი რა ჩავასხა. მოდი კენჭი ვუყაროთ
mixooჰო, იქ ვმუშაობ და მანქანასაც იქ ვაჩერებ! კლუბი ოფიციალურად არ შექმნილა. მალე უნდა დაფუძნდეს. იდეაშია წევრობის პლასტიკატების გაცემა (=ფასდაკლება აუდის ცენტრში), ვარჯიშები რუსთავის ტრეკზე, და ა.შ.
iPodკარგი გემოვნება გაკვს!!!
დღეს ასეთი S-line ვნახე აუდის ცენტრში, შავი. S-ის ძარა აქვს. 2.0 ტურბოა. პატრონი ცვლიდა ბენზინის ფილტრს. იყიდა მანის ფილტრი 50 ლარად. აუდის ცენტრში იყიდება ორიგინალი 75-დატ. მანის ფილტრმა ვერ იმუშავა, მანქანა ხოლოსტოიზე 5000-დე წევდა მარტო!!!
მეორე ისტორია. აუდი A6 იყო S6-ის ძარით და 4.2 მოტორით. პატრონმა ყიდვის შემდეგ დააყენა ელიავას სახელობის კალოდკები. ახლა ცვლიდა კალოდკებს (600 ლარი სამუშაოსთან ერთად) და ოპორნი დისკებიც მე მგონი გამოსაცვლელი აქვს!
აქედან დასკვნა: S-line -ს და საერთოდ კარგ მანქანებს უნდა ორიგინალური დეტალები. მეთანხმებით?
* * *
rezo333ჰო, 4-ნახვრეტიანი დიდი დისკები აუდის არა აქვს.
მე ჰონდაზე მაქვს 16-იანი ოზის დისკები. ვეცადე მაგის დაყენება, მაგრამ აუდის ლილვი უფრო ფართეა და ვერ ჩამოვაცვი

შემდეგი იდეა ასეთია: ვეძებო მეორადი დისკები 16-იანი, ალუმინის, ნებისმიერი ფირმის. თუ ვინმე ნახავთ სადმე, მითხარით!
ისე და, 4-ოქტომბრისათვის, საბურავებიც საშოვნია. ახლა პირელი უყენია, ცურავს ბალერინასავით