XOXOXOგილოცავ!!! ა6-ია?
ინფორმაცია კლუბის შესახებ: იბერია ბიზნესს ჯგუფმა ზაფხულში გვთხოვა თავი შეგვეკავა კლუბის ოფიციალური გახსნისაგან, სანამ ისინი გაარკვევდნენ თავისი მარკეტინგის გუნდის დამოკიდებულებას კლუბის აქტივობის მიმართ. პარასკევს მე მქონდა შეხვედრა იბერია ბისზნესს ჯგუფის მარკეტინგის განყოფილების დირექტორთან, ლევან აროშიძესთან. მისი აზრით, კლუბი უნდა არსებობდეს მათგან დამოუკიდებლად, მაგრამ კონკრეტულ ღონისძიებებზე და პროექტებზე ვილაპარაკებთ მათი მხრიდან დაფინანსების მიღებაზე. ჩემი აზრით ეს კარგია. მეორე ვარიანტი იყო, რომ იბერია ბიზნეს ჯგუფი თვითონ მიიღებდა მონაწილეობას კლუბის აქტივობაში. რადგანაც ისინი დაკავებულები არიან, ეს გამოიწვევდა ბევრი პროექტის შეფერხებას. რა თქმა უნდა სამაგიეროდ მათი ფინანსური მონაწილეობაც უფრო დიდი იქნებოდა... მაგრამ ფინანსებს ისე უბრალოდ არავინ არ მოგვცემს

საჭიროა კონკრეტულ პროექტებზე საუბარი.
შემდგომი გეგმა ასეთია: დავადგინოთ როგორ ხდება კლუბის გაწევრიანება საქართველოს ეროვნულ საავტომობილო ფედერაციაში. ამბობენ, რომ მათ აქვთ წევრობის პლასტიკური ბარათები. ჩვენს კლუბსაც უნდა ჰქონდეს. ამასთან უნდა მოველაპარაკოთ აუდის ცენტრს და კიდევ შესაძლოა სხვა სახელოსნოებს, რათა კლუბის წევრებს იქ ჰქონდეთ ფასდაკლება (სავარაუდოდ 10 ან 15%). ამის გარდა კლუბის წევრებისათვის რუსთავის ტრეკზე შევლა უნდა იყოს უფასო.
ჩვენი ბ4 დგას აუდის ცენტრში. მართალია, ახლა აქვს ბენზინის ფილტრის, ან შესაძლოა ბენზო-ნასოსის პრობლემა, გასარკვევია. ისე, კარგ მდგომარეობაში იყო, მაგრამ თურქული ნაწარმი არ არის გათვლილი მანქანის აგრესიულ ტარებაზე
This post has been edited by Respect AUDI on 13 Oct 2008, 10:04