IVANICHAbacho-androKublichagiogagnidzeყველას დიდი მადლობა რჩევებისთვის. მხედველობაში მივიღებ, მაგრამ მინდა პატარა აფდაითი გაგიკეთოთ. როგორც ჩანს ამ კლუბის აქტიური წევრი გავხდები
მოკლედ, ეს დღეები ამ ჩემი აუდის საკითხთან დაკავშირებით დავრბივარ და მივედი დასკვნამდე, რომ ცოტა ახალი და "რთული" მანქანა თუ გყავს საქართველოში მაგარ შარში ხარ.
აღმოჩნდა რომ ჩემსას აქვს რაღაც ახალი თაობის 01 J Multitronic სიჩარეების კოლოფი. VW-ში მითხრეს, რომ ეგეთ კარობკაზე ერთხელ გვაქვს ზეთი გამოცვლილი და ის მანქანა იყო კოდუას 12 ცილინდრიანი ფაეტონიო. ამიტომ ბედზე გვაქვს მაგის ზეთიო. მაშინ ერთი ყუთი შეუკვეთეთო. მოკლედ ამ კარობკასი ჩადის 8ლ ეს ზეთი (G 052 180 A2), კიდევ რაღაც დიფუზორი აქვს რომელშიც ჩადის 1,3 ლ ერთი ნომრით მაღალი ზეთი (G 052 190 A2) . ორივეს აქვს საკუთარი ფილტრი (ორივე შესაკვეთია), პლუს კარობკას პრაკლადკა. მეგობრებო ეს სიამოვნება ჯდება 1000-ზე მეტი. ზეთს მოგცემთ 70 ლარადო. ამ ზეთს მხოლოდ ერთი კომპანია უშვებს და მხოლოდ აუდი/ფოლკსვაგენისათვის. ხო კაია
მინდა გითხრათ რომ ჩემს კარობკაზე სიჩქარეების გადართვა აბსოლუტურად არ ეტყობა, საერთოდ ისე ახვალ 260-მდე და ჩამოხვალ რომ შანსი არ არის მიხვდე როდის სად რა სიჩქარეში გადაირთო. როგორც ხელოსნებმა ამიხსნეს ისეთი კბილანების სისტემა აქვს, რომ პლავნად გადადის ერთმანეთში (რაღაც ცეპის მეშვეობით). მოკლედ ძალიან მაგარი კარობკაა. ახალ ა6-ებს უყენიათ ეგ კარობკებიო.
ამ ეტაპზე საბოლოო დასკვნაა, რომ ამ კარობკას ზეთი არ ეცვლება

ეს დასკვნა ბოლოს გაკეთდა ფოლკსვაგენის ცენტრში.
ეხლავე გეტყვით მოვლენების ქრონოლოგიას:
1. აუდის ცენტრი - ზეთი უნდა შეიცვალოს და გამოსწორდებაო
2. თეგეტა მოტორსის ცენტრი - ზეთი ამ კარობკაზე არ იცვლებაო, ჩვენ ვერ დაგეხმარებით წადი ოპელში და დათო ლობჯანიძეს ანახეო
3. კოტრიკაძის ცენტრი (კომპიუტერის სპეციალისტი ზურა) და კარობკის სპეციალისტი ემზარი - სერიოზული შემოწმების შემდეგ დასკვნა, რომ აბსოლუტურად კარგია კარობკა და ელექტროობა, ზეთი უნდა შეიცვალოს და გასწორდებაო.
4. ფოლკსვაგენის ცენტრი - ზეთი ამ კარობკაზე არ იცვნელბა (ძალიან დიდი რესურსი აქვს, ისეთი მასალისგან არის გაკეთებული არ ფუჭდება), ამიტომ საღამოს კარობკის ელექტროობა უნდა შემოწმდეს განსაკუთრებული მეთოდით (არც აუდში, არც ფოლკსვაგენში, არც კოტრიკაძის ცენტრში ელექტროობამ არაფერი არ აჩვენა, მანქანა აბსოლუტურად სუფთაა) და მერე ვიტყვით საბოლოო დიაგნოზსო. ზაზა რაზმაძემ, გამოცდილმა ელექტროობის სპეციალისტმა უნდა ჩადოს მთელი კომპიუტერი ჩემს მანქანაში და "ნა ხადუ" და სპეციალური მანევრებით უნდა შევამოწმოთ მთელი სისტემა. თვითონაც უნდა რომ გაიგოს რა ხდება - "ლომკა" აქვს

მოკლედ ასე რა

აი ამ დღეში ვარ. არადა ის ზურა (კოტრიკაძიდან) და ემზარი რომ ვახსენე, მართლა მაგრები არიან. შეჭამეს მთელი ელექტროობა, წიგნები იკითხეს, ლეპტოპით მეჯდა მანქანაში, შეერთებული კომპიუტერით, მაგრამ ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივიდა. ბოლოს, ამ კარობკის სქემის მოძებნისა და შესაბამისი ლიტერატურის წაკითხივს შემდეგ გამოიტანა დასკვნა, რომ ზეთის წნევის ბრალიაო, შესაბამისად ზეთები და ფილტრებია შესაცვლელიო. ძაან მგრძნობიარეა ეს კარობკა ზეთის მიმართო.
ის თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამას აუცილებლად შეგატყობინებთ. ეხლა მანქანა მაინც სახლში მიდგას ვერიდება სიარულს. ძალიან მაგარი მანქანაა, მაგრამ მე გონი მერჩივნა რომ ჩვეულებრივი კარობკა ქონოდა ამდენ შარს ავცდებოდი. რაღაც მარტივია გამოსული მწყობრიდან, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდება. მანქანა 100% სუფთა და უბრობლემო, ერთადერთი დრაივში რთავს 2-3 წამით გვიან.