PICOLO_1800ჯერ ძრავი:
მე მაქვს ორმაგი გრძნობები 1.8 ტურბოს მიმართ.
ადრე ა4 მყავდა 2.4 ძრავით. ქაჩავდა ძალიან კარგად.
შარშან ვიარე გერმანიაში ს-ლაინ 1.8 ტურბოთი. ძალიან მომეწონა. მას არ ჰქონდა ისეთი გაწევა, როგორც 2.4-ს, მაგრამ სამაგიეროდ არ ჰქონდა ისეთი მძიმე ცხვირის შეგრძნება, როგორიც 2.4 ექვსცილინდრიანს აქვს. მოსახვევში შესვლა დიდ სიჩქარეზე საკმაოდ კარგი იყო.
ახლა, ნოემბერში ერთი კვირა დავდიოდი ა3-ით. ჰქონდა 1.8 ტურბო. 2008 წლის ივნისის მანქანა იყო. აქ გამიკვირდა, რომ აბსოლუტურად ვერ ვგრძნობდი, როგორც მძღოლი, რომ ა3-ში ვარ. თავი ა4-ში მეგონა, ანუ წონაში განსხვავება რომ აქვს (უნდა ჰქონდეს) სულაც არ იგრძნობოდა. ისევ, ქალაქშიც და ტრასაზეც საკმაოდ კარგად იქცეოდა, მე კმაყოფილი დავრჩი, დაახლოებით 3000 კმ გავიარე. ტრასაზე 200-ს კრეფდა როგორც არაფერი, 210-ის მერე უჭირდა. 220-მდე ვერ ავწიე.
ეს ნიშნავს, რომ ტრასაზე 1.8 ტურბო კი არ დაგტანჯავს, გასიამოვნებს!
ანუ პირდაპირი გამოცდილება ამბობს რომ აუდის 1.8 ტურბო ა4-სათვის საკმაოდ კარგი უნდა იყოს.
მაგრამ შინაგანად მაინც შიში მაქვს: არის იმ ლამაზი ლურჯი ა4-ს ძრავი და განსაკუტრებით ტურბო-სისტემა ისეთივე მდგომარეობაში, რაც ახალ მანქანებში გერმანიაში? თუ არ გაატარებ ვერ გაიგებ...
მანქანა მაგრად გამოიყურება. ფერი აქვს არაჩვეულებრივი. დისკებიც. შიგნითაც ლამაზია. ერთი სიტყვით, აქ 5-ს დავწერდი 5-დან

9 ლიტრი იქნება ტრასაზე თუ ივლი 100-120-ით.
ქალაქში 11-12.
კლირენსი ა4-ს შეიძლება არა აქვს ცუდი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენად რბილია ამორტიზატორები. ჩემი 2.4 იყო 2000-იანი და ძალიან რბილი (ამიტომ გამოვცვალე). აი მაგალითად, პანაშვიდზე რომ მივდიოდი :-0 ვარიანტი არ არის რომ არ დამერტყა ქვევიდან.
მაგრამ ჩემი იყო ბ5 კუზოვო. ლურჯი რაში, რომელიც შენ მაჩვენე, ბ6-ია, ამათ ცოტა სხვანაირი ამორტიზაცია აქვთ ქარხნული (თუ გამოცვლილი და დარბილებული არ არის). თან მე ვმჯდარვარ მარტო გერმანულ და იაპონურ მანქანებში, ამერიკული - არ ვიცი. თუ რბილია, მაშინ გაგაწვალებს! ძალიან ფრთხილად უნდა იარო, ბევრი ხალხი არ ჩაისვა და არაასპალტირებულ გზებს მოერიდო, თორემ კარტერის გამოცვლა არ აგცდება

ბარდიურზე ასვლა და ჩამოსვლა - მხოლოდ Q7-ით ან Q5-ით

დიდი დისკები ლამაზია. თუ არ მოგეწონა მე ვერ მოვასწარი, ამიტომ რიგში მეორე ვიქნები. თუ გინდა სტოკის დისკებს გიშოვი და ამაში გაგიცვლი, თან განსხვავებას გადაგიხდი

საბოლოო დასკვნა: მანქანით უნდა გაიარო. რუსთავის ტრეკზე ნახე, თუ მოსახვევში 80-ით შევლისას მანქანა ძალიან გადაიხარა, მაშინ ამორტიზატორები რბილია. რბილი არ ნიშნავს, რომ ცუდია

მაგრამ მაშინ უფრო დარბაისლურად უნდა იარო, როგორც აუდის პატრონს შეეფერება ისე

ბარდიურები დაივიწყე. დისკები გაყიდე
გისურვებ წარმატებებს!!!
This post has been edited by Respect AUDI on 20 Nov 2008, 19:17