ამათი რა ხარ?

სამ სვან ძმას მოპარავენ ცხენს. აღმოჩენის შემდეგ ძმები ბჭობენ:
უფროსი ძმა:
- უეჭველი მაღალი იყო!
შუათანა:
- თუ მაღალი იყო, მაშინ ულვაშები ქონდა!
უმცროსი:
- თუ ულვშებიანი იყო, მაშინ ვალიკო ერქმეოდა და საჩხერეში ვეძებოთო!
წავიდნენ საჩხერეში. გზად მაღალი, ულვაშებიანები შეხვდათ . რა გქვიაო, ვალიკო! სად ცხოვრობო, საჩხერეში. ჩამოიღეს და გაიფინეს.
ვალიკომ იჩივლა. მოსამართლე ეკითხება:
- რატომ ცემეთ?
- იმიტომ, რომ დავადგინეთ - ჩვენი ცხენი მოიპარა!
მოსამართლემ ყუთი მოატანინა, შიგნით ფორთოხალი ჩაადებინა და ძმებს ამოწმებს - შიგ რა დევსო?
უფროსი ძმა:
- ეს, კია კვადრატული მარა, შიგნით მრგვალი უნდა იდოსო!
შუათანა:
- თუ მრგვალია, მაშინ ყვითელია!
უმცროსი:
- თუ მრგვალი და ყვითელია, მაშინ ფორთოხალია!
მოსამართლემ : მიდი ვალიკო დროზე ცხენი მოიყვანეო!!!