აბა ბიჭებო თქვენი რჩევები გვინდა !
მოკლედ როგორც აქ ავღნიშნე ცოტა ხნის წინ, ძმაკაცის ბაბუას ყავს 06 და ნივა, ნივა არის ერთი 6 წლის ნადგომი შესტი მოვიბეზრეთ და ნივა მოვქოქეთ გუშინ ხოდა მოკლედ გამოვაგორეთ გარაჟიდან დავბერეთ ბორბლები, წყალი ჩავამატე შიგნით ზეთი არ შეგვიცვლია არ გვაქ მაგის საშუალება გარაჟის გასაღებს ძლივს იპარავს ისედაც ძმაკაცი

ხოდა ზეთი არი შიგნით MAX ზე დგას, რავი მანქანა მაგარი სვეჟია თქო რო ვთქვა არა მარა კაი შენახულია ძალიან ძველი გამოშვებაა მარა მუშაობს ყველაფერი და მანქანას ააქვს პერებოი, ანუ ავხსნი ეხლა რა ჭირს, ცივზე ვქოქავთ და პაცოსით მუშაობს 1 000 აბაროტზე ჯიგრულად მარა მაღალ აბაროტებზე პერებოი აქ და თუ უცებ მიადგი პედალს ვაფშე კვდება და კარბურატორი შეიძლება არეულიყო დგომისგან? ნელ ნელა თუ შეაპარებ საკაიფოდ იღებს აბაროტებს ნუ გადასარევადაც არა მარა იღებს რა, და ეხლა რა ვუყოთ ამ მანქანას? კონკრეტულად მაინტერესებს ვიღაცამ თქვა ზეთის ფილტრი შეიძლება იყოს გაჭედილი და ძრავი დაისტუკოს მაგის გამოო, ეს მაინტერესებს როგორ გავიგო გაჭედილია თუ არა და პერებოის რა ვუშველოთ? ჰაერის ფილტრი ვნახე ჯიგრულია ახალივითარის, სვეჩის პრავოდკები საკაიფოა და სვეჩები შეიძლება დრომ გააფუჭოს? მოკლედ ხო მიხვდით რა მაინტერესებს რა შეიძლება ჭირდეს და შეეცვალოს ზეთის გარდა ნადგომ მანქანას?

მანქანით ვიარეთ სულ დაახლოებით 5 წუთი რაც მოვხოდეთ, მაგარი მასტია ნივაა

თან ამას რაღაცნაერი დისკებიაქ განზე დგას უფრო