R'ace'R
როცა ყიდვას დააპირებ, მაგალითად თუ ძრავი მანქანაში დევს და იქედან ყიდიან, დილით ცივზე მიდი სანახავად დაქოქე და წითელს უყურე რამდენ ხანში ჩაქვრება, თუ ყველაფერი კარგადაა მერე გიდროტალკატელების ხმა ხო არ ააქ შეამოწმე, ამის შემდექ ზეთის სასინჯი შუპი ამოწიე და ნახე ზეთი ხო არ ასხავს შუპი სადაც არის ჩარწობილი იქედან, თუ არ ასხავს მაშინ კოლიცოები და ბლოკი კაი მდგომარეობაშია. თუ ასხავს და თავი დაანებე.
კიდევ კომპრესია შეამოწმებინე მინიმუმ 10 თუ ნაკლები ძალიან ცუდია.
თუ ამოღებულ ძრავს ყიდულობ არ დაინანო ფული და კარტერი მოხსენი, ნახე კარტერის პრაკლატკა გერმეტიკზე ხო არ იჯდა, თუ კი მაშინ ზეთის ნასოსის ლაპა შეამოწმე, გერმეტიკი ყოველთვის მან ეჩხირება, აუცილებლად ნახე შატუნის კლადიშები, თუ ყველაფერი კარგადაა მაშინ მოსთხოვე გალოვკა მოხსენიო და პორშინების ვირაბოტკა შეამოწმე, თუ ეგეც კაი მდგომარეობაშია სტაცე ხელი და იყიდე.
თუ გამყიდველს ძრავის დაშლა არ აწყობს მაშინ 100% იან გარანტიაში ჩაიყენე რომ ზეთი არ უნდა შეჭამოს საერთოდ, მაგრამ ეგრე არავინ მოგყიდის
გეტყვიან თუ არ ივარგებს უკან მომიტანეო მაგრამ ეგ სიამოვნება 400 ლარი მაინც დაგიჯდება. რომელსავ არავინ აგინაზღაურებს, უკან დაბრუნება შენც არ გაწყობს და შეილება შეგრჩეს უარგისი ძრავი რომელიც ახლო მომავალში გადასაზბორი დაგირჩება რომელიც ნახე რამდენი დაგიჯდება
კაი მდგომარეობაში C2XE ჩვენთან ძნელი დასათრევია, შენით თუ გაუკეთებ პერებორკას ეგ უკეთესია პროსტა ძვირი სიამოვნებაა
თურქული პორშინ კოლიცო 200 ლარია
გერმანული 400 ლარი პორშინები, 120 ლარი კლადიშები, 110 ლარი კოლიცოები, 32 ლარი კლაპნის სალნიკები, ვალის გაჩარხვა 40 ლარი ბარადასთან, გალოვკის პერებორკა 120 ლარი, ბლოკის გაჩარხვა 80ლარი, 15 კარტერის პრაკლატკა, 40 ლარი რასპედვლების სალნიკები, გალოვკის პრაკლატკა 60 ლარი, კრიშკის პრაკლატკა 60 ლარი, შემსვლელი კოლექტორის პრაკლატკა 15 ლარი, გამომსვლელის 20 ლარი, მოტორის წინა სალნიკი 20 ლარი, უკანა 35ლარი,
პლიუს აწყობის მაყუთი
სულ ჯამი 1087 ლარი გერმანული ნაწილებით აწყობის გარეშე
ახლა არ დამიწყოთ მაგდენი თუ იჩალიჩე რაღათ მინდა ეგეთი ძრავიო,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,თუ არ იჩალიჩებთ გამოუცდელობით ჩემ ბედს გაიზიარებთ,

მშვიდობით N რაოდენობით დოლარებო
უფ რამდენი ვწერე და მთავარი დამავიწყდა ნახე მინერალი არ ესხას
და წარმატებები
This post has been edited by _ TANK_ on 1 Apr 2008, 19:46