#62362464 · 20 Nov 2025, 11:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით KIA-ს გუნდის წევრებო, მეგობრებო თქვენი აზრი მითხარით
არასოდეს არ მყოლია KIA-ს არცერთი მოდელი, არც ვიცი როგორია ქართულ პრაქტიკულობაში, მანქანის გამოცვლაზე ვფიქრობ და იმ ფასში რომელსაც მე ვფიქრობ SUV-ის შერჩევა მინდა ამ ვარიანტებიდან: 1) 2021 TOYOTA RAV4 PRIME (Plug in Hybrid ვერსია) - უცვლელი ფავორიტი, საიმედოობის გარანტი, შესაბამისად ყველაზე მოთხოვნადი და ძვირიც. 2) 2023 Kia Sportage PHEV (Plug in Hybrid ვერსია) - მეტი კომპლექტაცია, ზედასთან შედარებით ნაკლები საიმედოობა თუმცა მეტი ოფცია და უკეთესი ასაკი. 3) 2023 Honda CR-V Hybrid Sport Touring (მე-6 გენერაცია) - პირველთან შედარებით მეტი კომპლექტაცია, სამწუხაროდ არა Plug in Hybrid ვერსია, თუმცა რაც წავიკითხე ამ ვერსიას ისედაც კარგი წვა აქვს, ისევ RAV4-თან შედარებით უკეთესი ასაკი და ოფციები, საიმედოობის მხრივ თქვენ მითხარით, ჩემი აზრით ზედა ორს შორის უნდა იყოს.
და საერთოდ თქვენი აზრით რომ მითხრათ 2023 Kia Sportage PHEV მოდელზე, წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ პასუხისთვის და დაუზარელობისთვის.
|