levanijekiდადებითი ის არის რომ თავის კლასში ყველაზე იაფი და ძლიერი მანქანაა
თუ ეკონომია გინდა მაშინ იაპონურს ან უნგრულს გირჩევ 1.5-1.6 იანი მატორით
თუ სისწრაფე გინდა დინამიკა და ტრასაზე აბგონის გაკეთება რომ არ გაგიჭირდეს და ა.შ. 2.0იანი ამერიკულს გირჩევ
თუ 1.9იან დიზელს დაიტრევ ვაფშე საოცრებაა

1.6-იანი მექანიკა ქალაქში 9-ს და ტრასაზე 6.5-ს დაგიწვავს
2.0 იანი მექანიკა ქალაქში 10.5-ს და ტრასაზე 7-ს
ავტომატიკებში 2.0 ქალაქში 13 მაქსიმუმ და ტრასაზე 7.5-8
მანქანა კომფორტულია მელკი ოფროუდში გასიამოვნებს
4WD მშვენიერი აქვს , ქაშქაებს კუგებს ჟუკებბს და მსგავსებს ჩახევს
კლირენსიც ისეთი აქვს ქალაქში ნებისმიერ ბარდურდზე ახვალ
იამკაში ჩასვლა ამოსვლის არ შეგეშინდება

რბილი ხოდი აქვს , სალონი დიდი თავის ზომის გათვალისწინებით
ნაწილები ერთ-ერთი სირთულეა ჩემთვის როგორც ამ მარკის მფლობელისთვის
ყველაფერი შეგიძლია ნახო აქ, მაგრამ..
ან ძალიან ძვირია
ან ნაგავია
ნაგავი ძირითადად ახალი ნაწილებია, დაშლილებში მე ჯერ სხ4 არ მინახავს ფეიქრებზე და მე-8 პოლკში იხარე, იშოვი ნაწილებს მაგრამ ფასი აქვს ძალიან ძვირი
გამოწერით გირჩევ, მითუმეტეს ამერიკაში ტონობით ყრია ეგ მანქანები, შესაბამისად მომხარებელიც ბლომად ეყოლება 2-3 წელი ნაწილებს

rockauto.com , amazon.com , ebay.com შეიძლება ცოტა ძვირიც ღირდეს მაგრამ აქაურ ახალ ნაწილზე უკეთესი იქნება
ეს ყველაფერი მოგიყევი 2013წლამდე რაც გამოდიოდა ანუ SX4
S-Cross-ზე თუ მეკითხები
ნაგავია

მანქანა მკვდარია ოფიციალურად და ყიდვას არ გირჩევ
ძალიან ცუდად განავითარეს ეს მოდელი და სულ სხვა კლასში გადავიდნენ, ნუ მე ვერ ვხვდები რომელში რაღაც სისულელე მანქანა რა

ჯობდა ამ სეგმენტისთვის მიეხედათ რომელიც სხ4-ებით დაითრიეს
თუ რამე გაინტერესებს კიდევ მკითხე არ მოგერიდოს
This post has been edited by Farenheit on 24 Jan 2016, 18:23