Necrobaterადამიანს გააჩნია, თუ მონდომებულია, ძაან მალე შეეჩვევა
ჩემი სუბიექტური დაკვირვებით, ყველაზე მარტივი არის სიჩქარის რიჩაგის შეჩვევა, ერთი-ორჯერ შეგეშლება და მეოთხედან მეხუთეს მაგივრად მესამეში ჩაგივარდება, მაგრამ უცბად გაერკვევი და აღარ შეგეშლება

მანქანის გაბარიტებსაც 1-2 დღეში შეეჩვევი, ანუ იმას რომ მარჯვენა მხარეს ზიხარ და შუა ზოლზე ივლი 1-2 დღე სანამ შეეჩვევი

ყველაზე მეტად სარკეების შეჩვევაა რთული, განსაკუთრებით სალონის სარკე უნდა დაამუღამო, გვერდითი სარკეები ადვილია, მალევე მიეჩვევი

სალონის სარკეს თუ აქტიურად იყენებ, მარჯვენარულიანზე ცოტა მეტი დრო დაგჭირდება რომ შეეჩვიო
ქალაქში სახიფათო კი არა, პირიქით უფრო უსაფრთხოა, ტროტუარს კარგად ხედავ და თუ ვინმე დებილი პეშეხოდი გაიჩითა და გადმორბენა დააპირა, უფრო მალე დაინახავ და მოემზადები მანევრისთვის, სიგნალისთვის ან დედის გინებისთვის

ტრასაზე გასწრება არის ცოტა რთული. თუ ძლიერი ძრავი გაქვს, ნაკლები პრობლემაა, ოდნავ ჩამორჩები წინ მიმავალ მანქანას და პროწივზე კარგად დაინახავ, ძლიერი მატორი კი სწრაფად გასწრებაში დაგეხმარება

ტრასაზე კარგია იმითაც რომ მარჯვენა მოსახვევში ყველაფერს კარგად ხედავ და აბგონზე გასვლის რისკებს კარგად აფასებ

სამაგიეროდ აბგონის დროს შეგიძლია მაქსიმალურად ახლოს გაიარო მანქანასთან და შეიძლება პროწივზე გადასვლა არც მოგიწიოს, ან მინიმალურად გადახვიდე
This post has been edited by PAINKILLER on 24 Jul 2008, 12:23