შევეცდები მოკლედ მოვყვე ჩემი დღევანდელი ამბები:
დღეს მომიწია ზაზას გაცნობა
დილით ტრადიციულად ვნახე ზეთი და ვხედავ რომ შუპზე ვაფშე არაფერია. ორი დღის წინ ვნახე და მაქსიმუმზე მეტი იყო, და ჩასხმის მერე არ დაუკლია საერთოდ.
კარგა ხნის ჩალიჩის მერე დავადგინე მიზეზი: დაქოქილზე წვეთავდა ფილტრიდან. წავედი (ფეხით) ზაზასთან და წამოვიღე ზეთი, ჩავასხი და მივუყვანე.
რომ აწიეს დაქოქილზე არაფერი არ ჩამოვარდა, მაგრამ გაზი როგორ კი მივეცი ფანტანივით გაასხა ფილტრმა.
მოხსნეს ფილტრი და ვნახე რომ არის პირდაპირი მნიშვნელობით დაღეჭილი, დეფორმირებული, დაგრეხილი კრასკა ამძვრალი და ერთ ადგილას ნახვრეტიც ქონდა (საიდანაც ასხავს).
როგორც ამიხსნეს ვინც დამიყნა ფილტრი (სხვაგან შევცვალე ზეთი, რა ვიცოდი

) რადგან ზაშიტნიკი უყენია და ხელით ვერ მოიდგა თავის ჭკუით კარგი საქმე ქნა და ცეპით დაუჭირა ფილტრი. რა დროსაც დააზიანა ფილტრი. ეს დაზიანება დროთა განმავლობაში, და სიცხისას გაიზარდა და ბოლოს გასკდა.
მოკლედ გადარჩენილი ვარ რა. 15 ლარი მივეცი ფილტრში და ELF ის ზეთი ჩავასხი.
ამის გარდა კარობკაში საშინლად შესაცვლელი ყოფილა და ეგეც შევცვალე.
ამ სიცილ-კისკისშI კი ამეფცქვნა 300 ლარი