ML 2002დავიწყოთ იმით რომ ვარ საშინელი რეალისტი და არ "ვეფანები" არც ერთ მოდელს. ყველაფერს ვუყურებ საღი და მიუკერძოვებელი თვალით.
კარგით დავიწყებ:
საკმაოდ გამძლე მოდელია.
მიუხედავად იმისა რომ 17-ზე დგას და ხშირად უწევს "რახარუხი" შეიძლება 2 წელი იარო ისე რომ შეკეთება არ დაჭირდეს.
გზაში არასდროს დაგტოვებს. არაფერი არ ურევს და როგორც ასეთი პრობლემატური მანქანა საერთოდ არ არის.
ბენზინსაც ავტომატი ძალიან ბევრს არ წვავს. 12-14 ლიტრი ქალაქში ზამთარ ზაფხულ. ინტერიერ/ექსტერიერი ცოტათი მოძველებულია თუმცა მე მაინც მომწონს და ამაშიც პლიუს დაუწერდი.
კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის რომ არ არის "ბრაგუნა", თუმცა არც რბილია. (X-თაიფზე და ც კლასზე გრუბია, მაგრამ ტროიკაზე რბილი. ყველა ჩვიდმეტებზე)
აი აქ მორჩა პლიუსები და იწყევა კონკურენტებთან პოზიციების დათმობა

ვერ დადის (გაგიკვირდება და ესეა) ნუ დადის როგორც E46 325 ავტომატი და მასთანაც სტარს წააგებ.
მოუხერხებელი და "ბანძი" სკამები (რაღაც გოლფის სკამებს უფრო გავს ვიდრე პრემიუმ კლასის პატარა სედანის). მიუხედავად ტყავი/ზამში და ელ. სკამების კომბინაციის, საჭესტან ვერ მოერგები რაც არ უნდა ქნა. ამას ემატება ის რომ არ აქვს შუაში ამაღლებული ბარი და მარჯვენა ხელს ვერაფერს მოუხერხებ და ვერაფერზე ჩამოდებ.
ცუდი ხარისხის მასალა რომლითაც გაწყობილია ტორპედო. რაღაც :ეკლიფსააბრაზნი" პლასმასის უხეში მასალა, რომელიც 1999იან პასატშიც კი უკეთესი მქონდა თავის დროზე. ამას ემატება კარების სახელურებზე შიგნიდან გადამძვრალი უცნაური ალუმინის ფერი მასალა.
მოკლედ ეს მანქანა კომფორს არ ქმნის, მიუხედავად წვიმის და შუქის სენსერებისა
თუმცაღა მისი უფროსი ძმა GS-ი გაცილებით უშეცდომო მანქანაა. ალბათ იმიტომ რომ ეს IS-ი პირველი მოდელია ლექსუსის მსგავს სეგმენტში და შეცდომებიც სწორედ ამ მოდელზე ისწავლეს. ახალი თაობა გაცილებით ხარისხიანი და უკეთესია.
ისევე როგორც ნოკია ბლაბლაXX-ს, ჯობია ნოკია ბლაბლაXX i, ან ძველ აიფოუნს მესიჯის რეფლაი და ფორვარდი რომ არ ქონდა და შემდეგზე გაუკეთეს. არვიცი რამდენად სწორედ გადმოგეცი ეს ბოლო აზრი

თუმცა კაცია და გნებაო თუ როგორ არის ეგ.. იქნებ და შენ მოგეწონოს.. ან იქნებ მე მეტისმეტად ბევრს ვითხოვ მანქანისგან არვიცი. თუმცა არ მგონია ზედმეტად მომთხოვნი ვიყო.