ეს თემა ეხება გლაზურიტის საღებავს, 111 წლის ისტორიას არ დაგიწერთ , მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ ეს საღებავი არის გერმანიის BASF-ის ქარხნის ერთ-ერთი საწარმო მიმართულება და ამ საღებავს 100% იყენებს თავის სადილეროებში ანუ რეფინიშისტვის BMW და 80% Mercedes-Benz და მრავალი სხვა აუტოგიგანტი. ბაზა შეიცავს დაახლოებით 250 000 ფერს და რაც ყველაზე მთავარია, ეს ერთადერთი საღებავია, რომლის კატალოგებიც ორიგინალი საღებავით არის შეღებილი და არა დაბეჭდილი როგორც,მაგალითად, Standox, PPG და სხვა ხარისხიანი საღებავების კატალოგები. ამა წლის 8-9 ივნისს მერსედესის ცენტრში ჩატარდა სემინარები, სადაც თურქეთის ოფისის (გერმანიის გლაზურიტის ოფიციალური წარმომადგენელი და ამიერკავკასიის მომწოდებელი) ჩამოსულმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს ახალი თაობის გრუნტები, ლაკები,წყალდისპერსიული საღებავები, სატვირთო მანქანების საღებავები და სხვა მასალა, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. აღნიშნულ სემინარებს ესწრებოდნენ თბილისის სხვადასხვა ავტოცენტრებისა და ასევე კერძო ავტო სერვისების მღებავები. 2004-2005 წლებში მხოლოდ BASF-ის ქარხანამ შექმნა წყლის საღებავი, რომელიც ინახება ისე როგორც სინთეტიკა და ნიტროს საღებავი და არ მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს. ეს საღებავი, ხარისხიდან გამომდინარე, გამოიყენება ზემოთ აღნიშნული და სხვა უამრავი საავტომობილო ბრენდების მიერ და უახლოეს მომავალში (2-3 თვეში) წარმოდგენილი იქნება საქართველოში, გლაზურიტის მაღაზიებში. რაც მთავარია,მისი ფასი 100 გრამზე იქნება -15 ლარი !!! გლაზურიტს ასევე გააჩნია ძალიან მაღალი ხარისხის ლაკები, რომლის ხარისხიც და ფასი მნიშნვნელოვნად განსხვავდება სხვა ფასებისგან!!!
დღეისათვის გლაზურიტის მაღაზიაში საღებავის ფასი საავტომობილო კოდით შეადგენს 9 ლარს (100 გრ) თუ საღებავის რაოდენობა იწყება 500 გრამიდან, 100 გრამის ღირებულება შეადგენს 8 ლარს. ხოლო შეზავებით - 13 ლარს (100გრ)
დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით PM-ში ან მობრძანდით : თბილისი , ქავთარაძის ქუჩა # 3
გმადლობთ ყურადღებისთვის
* * *
http://www.cyberalley.com/G-Home/Websites/...t/glasurit.htmlhttp://www.glasurit.com/languages]http://www.glasurit.com/languages
This post has been edited by 1977 on 21 Jun 2011, 00:53