21st Century Schizoid Manმისმინე, მგონი მეც იგივე პრობლემა მაქვს

მოკლედ, გუშინ საღამოთი ავეკიდე მრგვალფარას პეკინზე, ხოოდა ისიც გამომეკიდა, მე პლატოზე ავდიოდი მეოთხეში, მან მესამეში შეუხვია პოპულის მხარეს, ხოდა რა მოხდა, მოკლედ ბევრი ვიარეთ თუ ცოდა, რომ მივედი კორპუსთან და გადმოვედი მანქანიდან, დამწვარი ზეთის სუნი მეცა, პახოდუ მანქანას ქვევიდან ბოლი გამოსდიოდა და შემეკრა სუნთქვა (იდეაში მაგის გამო ეხლაც შეკრული მაქვს).
რა ხდებოდა, კარობკას კარდანი სადაც უერთდება, იქედან წვეთავდა მგონი ზეთი, ეწვეთებოდა გლუშიწელს და ორთქლდებოდა... ხოოდა, მე დავაბრალე რაიმე სახის სალნიკს, რომელიც ჩემი აზრით მანდ უნდა იყოს, გუშინაც და დღესაც ნელა ვიარე, მგონი ხვალაც მიწევს ნელა სიარული, ნუ იმ პონტში, რომ სანამ ხელოსნამდე მივაღწევ

ხოდა, დანარჩენსაც გეკითხებით: მეშინოდეს???

P.S. გუშინ ც კლასი მყავდა ბაზარში, მამაჩემი მივიდა დილით, მერე მე მივაკითხე და სადღაც უკანალში ძლივს ვნახე ადგილი გასაჩერებელი, ხოდა გადმოსული არ ვიყავი ორი ტიპი მოვიდა, ხომ არ ყიდიო - არა თქო ვუთხარი იასნია

მერე, როცა მერსო ვერ გავყიდე და ყურებჩამოშვებული მოვდიოდი მანქანისაკენ (მერსო მამაჩემმა წაიყვანა), სამი ტიპი დამხვდა მანქანასთან, 1 საათი გელოდებით, რა ღირს შენი მანქანაო, ტელეფონის ნომერი რატომ არ აწერიაო?

ეგ ისე, უბრალოდ მოვყევი
Aston...