მაგადიაააააააა!!!
დაიდო, როგორც იქნა რეპორტაჟი პატრულზე
http://police.ge/showvideo.aspx?vname= &fname=_downloads/02p.wmv
რავი, არაფერი განსაკუთრებულად ცუდი არ არის, ბოლოდ დაჟე მაგარი ტექსტია ნათქვამი: გადაჭარბებული სიჩარით მოძრაობა და წესების უხეში დარღვევა ნებისმიერი მარკის ავტომობილისაგან არის მოსალოდნელი...
ასე, რომ დღევანდელი მამაჩემის ტექსტი:
კაცო, გუშინ დისკავერიზე აჩვენეს რეპორტაჟი შენს მანქანაზეო (მოკლედ, გუშინ წინ გასვენებაში იყო, დალია და ვიღაც ნათესავმა ვინც იცის ჩემი მანქანის მარკა, მოუყვა პატრულის რეპორტაჟს) და თქვეს მოსახვევში ძალიან საშიშიაო...
არადა მევლუდმა თქვა: რამოდენიმე მოსახვევი როდესაც ებმება ერთმანეთ, მძღოლს გაიძულებს "ზანოსში" შეიყვანო მანქანა, ან თვითონ შევაო, ხოდა აქედან გამომდინარე ტარება კარგად უნდა იცოდე და ისე დაიწყო სუბარუს მართვაო... ბაზარი არაა, ძალიან, ძალიან მართალია!!! ტურბინამ კი არა, ხუთშაბათს ჩემით შევედი ისეთ სასტიკ ზანოსში, რომ რავი... მაგრამ მერსოთი მაგ ზანოსიდან უკვე დამტვრეულს ამომიღებდნენ, სუბოთი კი - ერთ ხელში ტელეფონი მეჭირა და საუბარის შეუწყვეტელად, უკანალის ოდნავი მოქნევით გამოვედი და გავაგრძელე გზა სველ ასფალტზე ზაფხულის საბურავებით...
Aston...