moenრამდენიმე თვის წინ ვიყიდე და ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვი:
მანქანის ნახვამდე VIN კოდი გაარკვიე, მერე შეამოწმე carfax.com-ზე და ეცადე ისეთი მანქანის სანახავად წახვიდე, რომელსაც შედარებით სუფთა ისტორია ექნება.
ამის შემდეგ ადგილზე ნახე, რაც შეგიძლია შეათვალიერე/გაატარე/შეამოწმე და თუ მოგეწონა, მერე ხელოსანსაც ანახე ყიდვამდე.
6000-ის ფარგლებში სავარაუდოდ 2000-2002 წლისას იყიდი.
სისუსტეები არ ვიცი, ყველა ვარიანტში ჯობია ხელოსანს ანახო როცა შეარჩევ.
ტურბო არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ბევრს დაწვავს. ისე კი ტურბოები საკმაოდ ცოტაა. ჯეტა საერთოდ ეკონომიური მანქანა არა მგონია იყოს, თუმცა გააჩნია ეკონომიურობაში რას გულისხმობ. 2.0 ავტომატიკა 11-12 ლიტრს მიწვავს ქალაქში. მექანიკა ალბათ 10-ს მაინც დაწვავს, გააჩნია როგორ ატარებ. მეც მექანიკა მინდოდა თავიდან, მაგრამ მერე ვიფიქრე რა ჯანდაბად მეთქი და ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ავტომატიკა ვიყიდე

ჩამოყვანას რა ვიცი, მე მაინც მოვერიდე. ნუ ვერც ჩამოვიყვანდი, ავტოგანვადებით ვიყიდე. მე მაგალითად მირჩევნია ადგილზე ვნახო, შევამოწმო ყველაფერი და ზუსტად ვიცოდე რას ვყიდულობ. ჩამოყვანით მაგას თითქმის ვერ იზამ.
ავტობაზრობაზე სიარული უაზრობაა, ძალიან ცოტა ჯეტებია (2-3 თვის ასე იყო ყოველ შემთხვევაში) და რაც არის, ყველა myauto.ge-ზეა, პლუს ისენიც, რაც ბაზრობებზე არ არის.
"პასადკა" დაბალი აქვთ ხო, აწევით წევენ, მარა გამიგია არ არის რეკომენდირებულიო. თავიდან რაღაცეებს ვედებოდი და ერთხელ ბორდიურზეც დარჩა ბამპერი, მაგრამ მალე დავამუღამე და თბილისის გზებზე პრობლემა აღარ მაქვს, ტრასაზე მით უმეტეს, არც ქონია, მარა აი სოფლის დანგრეულ გზებზე კი ძაან რთულია...
D3v1LL