mixaმეც ეგ პრობლემა მქონდა, ცივზე დაქოქვისას აანთებდა ჩეკს, რამდენიმე წამში ჩაქვრებოდა, ან თუ დავძრავდი მაშინ ქვრებოდა. ერთხელ ნახადუ აინთო და ჩაქრა, ცხელზე. კომპი აგდებდა დეტონაციის დაჩიკიო. მოკლედ ბევრი ვიკითხე რუსულ ფორუმებზე და შეცვალეთ და მორჩება პრობლემაო და მაღტლა, შევცვალე პრობლემა აღარ არის. გუდვილთან ჯაოკენში ვიყიდე 150 ლარად და რენოში გამომიცვალეს 15 ლარად. თვითონ ჯაოკენში შეცვლაზე მითხრეს, ამას მთელი დღე უნდაო, მატორის დაშლას აპირებდნენ. თუმცა რეალურად რთული მისადგომია, უნდა მოხსნა ინტერქულერი და მერე კარგი ინსტუმენტები გინდა რომ იქ ჩაძვრე და მოუშვა. რუსულ ფორუმებზე წერია რომ ახალი 99-ის თუ ჟიგულის დეტონაციის დაჩიკებიც მიდისო, მაგრამ თავისი პრობლემა აქვს, ეგ დაჩიკი რომ დაიბრინდება, ჩეკის ანთება არ მოხდებაო.
ცივზე რატომ ანთებს.... ალბად იმიტომ, რომ ცივზე უფრო მეტი დეტონაცია აქვს და დაჩიკი რომ დაბრედილია, აგდებს ალბად ისეთ სიგნალს, რასაც კომპი ვერ ხვდება.
ხალასტოი ხოდის დაჩიკის და დროსელის გაწმენდით დავიწყე მეც. ცივზე აბაროტებს ათამაშებდა სტაბილურად და რიტმულად, 1500-1200-1500-1200 და ასე. ეგენი გავწმინდე, არ ეშველა არც აბაროტების თამაშს, არ ჩეკის ანთებას.
დაჩიკის შეცვლის მერე შეცდომას აღარ მიგდებს, წვამ დაახლოებით 1.5-2 ლიტრით მოიკლო და უფრო ცოცხალიც გახდა მანქანა.
მაგრამ აბაროტების თამაში დარჩა. ეგ თურმე ბენზინის ფილტრმაც იცის. მაგრამ შეცვლის მერე მაინც თამაშობს ცივზე აბაროტები. ერთი ბენზინის უხარისხობა რჩება ალბად აბაროტების თამაშის მიზეზი. თან სტბ ავტომატზე ცხელზე ხალასტოის აბაროტები 750 უნდა იყოს, ჩემთან 680-700 აბაროტია. აქ არ ვიცი რა ვქნა. ევროპისკენ თუ წავალ მანქანით

იქაურ ბენზინზე შევამოწმებ.
ხალასტოი ხოდის დაჩიკი (idle speed control valve) დროსელი გავაწმენდინე კორტებთან რომ დიაგნოსტიკაა მანდ. 50 ლარი ხელობა და ორი ბალონი ვიურტის სითხე. რომ დაშალა შესაბამისი ნაწილები, სუფთა იყო, ანუ იდეაში გაწმენდა არც სჭირდებოდა თურმე. იმის მერე შელის ზეთი ჩავასხი და დეტონაციის დაჩიკს რომ ვცვლიდი, მაგ დროს ინტერქულერი რომ ვნახე, უკვე კაი გაჭუჭყიანებული იყო ზეთით.
This post has been edited by giogagnidze on 3 Mar 2009, 15:55