Rockwilderცოტა გვიან კი ვნახე შენი პასუხი მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება.
არა თავიდანვე ქონდა ზეთის შეცვლის იდეაც მაგიტომ გამიჩნდა რომ უტყამდა ხოლმე, ეხლა საერთოდ გაგიჟდა 3ს ქვემოთ იშვიათად ცვლის სიჩქარეს. ხანდახან ისე ურტყამს ვფიქრობ ნაწილები გაძვრება სადაცაამეთქი.
ANTIPOLLUTION ERROR გაქრა, თეგეტაში მივიყვანე დიაგნოსტიკაზე ვერაფერი გაუგეს რისი ბრალი იყო, მაგრამ შეცდომა მოშალეს და ცოტა ხანი ნორმალურად მუშაობდა.
მოკლედ 15k გავიარე ჯერ ამ მანქანით და პრობლემები დამიგროვდა, ნუ შეიძლება ნაწილი ჩემი ბრალიც არის, მაგრამ ძირითადი პრობლემა ხელოსნის პოვნაა,
ეხლა ჩამოვწერ რა პრობლემებიც მაქვს და თუ რამე ინფო გაქვთ რომელი როგორ შეიძლება მოვაგვარო დამავალებთ დიდად

1. ავტომატური გადაცემათა კოლოფი აგვიანებს, ურტყამს.
2. ოდნავ ძლიერ მუხრუჭზე ქვრება და ჩვეულებრივად გაჩერებისას რომ გაჩერდება მერე ურტყამს თითქოს წასვლა უნდა და ტორმუზმა დაიჭირა (შეიძლება ესეც გადაცემათა კოლოფის ბრალია ჩემი აზრით ვერ ანეიტრალებს თავის დროზე)
3. პერიოდულად არ აპიპინებს, აი ხასიათების მიხედვით არის რა ვცადე ჩემით დიაგნოსტიკა როცა არ აპიპინებდა მაშინ ვცადე საჭის ბოლომდე მოხვევა ორივე მხარეს რიგირგობით და მაინც არ დააპიპინა, როცა აპიპინებდა მაშინავ ვცადე საჭის ტრიალი და მაინც აპიპინებდა, (ჩემი აზრით შლეიფი შევამოწმე

). ელექტრიკთან რომ მივედი არ აპიპინებდა მანქანა რომ შეაყენა და აწია ჩაირთო ისევ და გამომიშვა ელექტრიკმა რომ არ დააპიპინებს მოდიო. გავიდა 2 დღე შეწყვიტა პიპინი სამსახურიდან გამოვედი შესვენებაზე მეთქი წავიყვან რომ დავქოქე დააპიპინა

მოკლედ აღარ ვიცი რა ვქნა.
4. არ მუშაობს მძღოლის მხარეს (ჩემს შემთხვევაში მარჯვენა მხარეს) კარებზე განთავსებული შუშის აწევის ღილაკი რომელიც წინა მარცხენა შუშას ემსახურება(ქვემოთ წევს ზემოთ აღარ)
5. საჭის მობრუნებისას რაღაცა ტკაცუნებს
6. არ ირთვება შუქების ავტომატური ჩამრთველი (შუშების მწენდი საბედნიეროდ მუშაობს

)
7. უგაროკზე და იამკებზე გადასვლისას აქვს საშინელი ხმა თითქოს 2 რკინა ერტყმევა ერთმანეთს, ჩემი დაკვირვებების შედეგად ეს არის ამორტიზატორები, აი ვინტები რომ აქვს თავში ეგენი ხომ მყარად უნდა იყოს გადაჭერილი და მანქანის მოძრაობისას ესენიც მოძრაობს, გადავუჭირო უბრალოდ ვინტებს თუ ამორტიზატორის ჩაშკები უნდა შევცვალო?
8.ვთქვათ გავავსე ბაკი, ბენზინის ისარი მიდის და მიდის ქვემოთ როცა მანქანით ვმოძრაობ,პერიოდულად ვთვათ 3-4 დღის მერე როცა ნახევარ ბაკზე ჩამოვა ან ბოლოში ჩავა არ აქვს მნიშვნელობა დადგება ისევ თავის ადგილას.
9. ცივზე დილით აქვს პერებოი და ძრავი საშინლად დახტის, როგორც კი გათბება სწორდება.
10. სტერჟინზე გახეულია 1 ცალი პილნიკი.
11. 110ის მერე საშინელი ცემა აქვს (ნუ ეს მივაწერე მაინც 98% ბალანსის ბრალი იყო ეგეთი მომენტები რაც კი მანქნა მყოლია და რაღა ეგ იქნება სხვა)
12. აქვს პერიოდები როცა გიჟივით დაქრის და სიჩქარეს სასწაულად კრეფს, აქვს პერიოდები უნდა ეხვეწო 100მდე არ მინდა 90მდე მაინც მიდიო.
აბა რას მირჩევთ როგორ,საიდან,რით დავიწყო?
This post has been edited by MicroLab on 21 Apr 2015, 02:20