ცოტა სახიფატო პროცესია იმ პონტში რომ შლანგი თუ გამოგივარდა მტელ კაპოტს ზეთით აავსებ

მეთოდი 1.
დავიწყოთ იმით რომ ერთი დამხმარე გჭირდება. მოკლედ გიდარავლიკის ზეთის რეზერვუარს (ბაჩოკს) უნდა მოხსნა აბრატკის შლანგი, რამე სხვა შლანგით უნდა დააგრძელო და ჩაყო პლასტმასის გამჭვირვალე ბოთლში რეზერვუარის მილაკს(ტრუბკას) ნებისმიერი ჩვარით დაგმანავ. გამჭვირვალე ბოთლი იმისთვის რომ ფერი კარგად დაინახო.
ჯერ გაავსებ რეზერვუარს, ამის შემდეგ დაქოქავ მატორს და აქ უკვე გჭირდება ის დამხმარე ზემოთ რომ ვახსენე - ის საჭეს უნდა ატრიალებდეს ერთი ბოლდან მეორემდა ამ დროს რეზერვუარში(Bაჩოკში) ამატებ ახალ ზეთს მანამ სანამ არ დაინახავ რომ გამჭვირვალე ბოთლში ახალი ზეთი წამოვა. როცა ასე ცვლი იმ 700 გრამიანი სისტემის მთლიანად დასაცლელად მარტო ერთი ბოთლის იმედზე არ უნდა იყო, იმიტომ რომ აშკარად 1 ლიტრზე მეტი დაგჭირდება.
მეთოდი 2.
ეს შეგიძლია მარტომაც გააკეთო.
სლანგის მოხსნა და ბოთლში ჩაყოფა იგივეა.
გაავსებ ბაჩოკს, დაქოქავ მატორს, ეგრევე რულს დაატრიალებ ბოლომდე და მაშინვე ჩააქობ. გადაავსებ ბაჩოკს. ისევ დაქოქავ მატორს, ეგრევე რულს დაატრიალებ მეორე მხარეს ბოლომდე და ჩააქობ. ისევ გადაავსებ ბაჩოკს და ეგაა სულ.
მეთოდი 2 ნაკლებ ზეთს ხარჯავს და უფრო იოლია, მაგრამ მე N1 მეთოდით გამოვცვალე.
ჰო კიდევ, რა თქმა უნდა შლანგს ისევ თავის ადგილას აყენებ
This post has been edited by maxouni on 19 May 2009, 02:20