სალამი კლუბს მე მგონი ვიკრიბებით არა ?
კლუბელებო ჩემ აზრი მინდა გითხრათ ზოგიერთ საკითხზე .
კლუბის თუ რამე ჭირდება საქართველოში მერსედესის ოფიციალურ
წარმომადგელობის დახმარებით არის 2 გზა :
1. დავუკავშირდეთ Kill directors როგორც მახსოვს ჰქონდა ამ კაცს სერიოზული კავშირები და და ჩვენს ადრინდელ შეკრებებშიც აქტიურად იღებდა მონაწილებას
და ვთხოვოთ დახმარება და
2 . ჩვენ ჩვენი გზებით (თუნდაც მე ვიცნობ ვიღაცეებს ცენტრში) ვცადოთ ამ პრობლემის მოგვარება წესით არ უდა გართულდეს
სხვა დანარჩენს რაც შეეხება:
წესდება :
ასე თუ ისე ნორმალური სახით წარმოადგინეს ბიჭებმა , ამ დღეებში მეც გავჩითავ ძველს, აი WUDU -მ რომ იწვალა იმაზე ვამბობ , და (სხვათა შორის
ამ კაცსაც და კილერასაც უნდა შევეხმიანოთ ) და შევაჯეროთ და რაღაც კონკრეტულამდე მივიდეთ დროა უკვე !!
ლოგო დროშა და სტიკერები გაკეთებულია უკვე და ჯერ ჯერობით საკმარისია , (ჩემი აზრით ) მაგრამ უკეთესი თუ იქნება რამე მაგას რა ჯობია !
საიტისთვის ჰოსტია საჭირო, და ამ მიმართულებით სამუშაოა. მე მაქვს ძველი საიტის მაკეტი, სადაც დიზაინშია ცვლილებები შესატანი დანარჩენის ნელ ნელა დაიხვეწება.
საწევროს საკითხიც მოსაფიქრებელია რომ ძირითად რაგაცეებს გავწვდეთ და თან ისეთი თანხაა მოსაფიქრებელი რომ მეტ ნაკლებად ყველა გაწვდეს.
და ყველაზე მთავარი რამ რაც მინდა გთხოვოთ ყველა კლუბის წევრსა თუ მოყვარულს :
ეს საქმე რომელსაც ხელი მოვკიდეთ ნამდვილად არ არის გართობა და საკმაოდ დიდი ადამიანურ თუ
ფინანსურ რესურს მოითხოვს , ამიტომ ამას მცირეოდენი თანხა (საწევროს სახით ) და მონდომება სჭირდება .
ასე რომ ვისაც მართლა გვინდა ჩვენი საყვარელ ბრენდს ფან კლუბი
ჰქონდეს და მას მართლა კლუბი ერქვას, ჯობია საქმეზე გადავიდეთ და რაღაცეებიც ჩვენს თავზე ავიღოთ( ანუ საქმე გავინაწილოთ )
ამისთვის კი შეკრებაა საჭირო, თან მოყვარულთა მაქსიმალური რაოდენობით. მოცლილი არავინ არაა და ყველას თავის პრობლემა აქვს
მაგრამ თუ გვინდა კლუბს კლუბი ერქვას და პირველები თუ არა ბოლოები არ ვიყოთ, დროა აქ ვირტუალურ კლუბელობას თან საქმეც შევუთავსოთ.
მოკლედ ან ვიყოთ ისეთეები როგორ ც მერსედესს ეკადრება ან
კიდევ დავირქვათ მერსედესის შორიდან მოთაყვანე კლუბი და ვპოსტოთ აქ დიდი სიბრძნეეები , სურათები და ოცნებები.
მაპატიეთ ცოტა ბევრი ვწერე მაგრამ მგონია რომ საჭირო იყო ....... Mercedes The best !!!!