Mr ikaჩემწილად აქ ვარ ბრატ
V@K@მექანიკა შესაბამისად ნაკლებს დაწვავს რა თქმა უნდა! 2.6-ს არ გირჩევ OHC ძრავია (როგორც მერსედესებს აქვთ) და მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი აქვს, ამიტომ დაუმიზნე 2.8 და/ან 2,4-ს, რადგან DOHC-ებია, გააჩნიათ 30 კლაპანი, რითიც საკმაოდ "ნაზი" ხმა და ვიბრაცია აქვთ. ბენზინსაც ნაკლებს წვავს ორივე და სიმძლავრეც მეტი აქვთ (დაჟე 2,4-ს!)
* * *
არც იმ გამონათქვამში გეთანხმები, რომ ქალაქის პირობებში ერთი წვავს მეორეზე 3 ლიტრით ნაკლებს.
ნახე რატომ: შევადაროთ 150 ცხენიანი მანქანა - 193-იანს. პირველით ვთქვათ დადიხარ საშუალოდ 2200 აბაროტზე ქალაქში, მეორე მანქნაზე ნაკლებად ადგავ გაზის პედალს, რადგან მანქანის სიმძლავრე საკმარისია იგივე სიჩქარის ასაკრეფად და დადიხარ 1500 აბაროტით. შესაბამისად ბენზინის წვა პრაქტიკულად იგივე გამოდის.
ეხლა პირადი მაგალითი გამახსენდა, პატარა ძრავიან BMW-ზე ტელევიზიასთან ასვლისას 60-იც მოძრაობისას ძრავი ტრიალებდა 2500 ბრუნზე (რითიც ბლომად ბენზინი მიდიოდა),
მერე 2.8-ზე გადასვლისთანავე,

გავოცდი, იგივე 1100 ბრუნი გახდა საკმარისი! გამოვიდა ის, რომ აუდი ზუსტად იგივეს მიწვავს რაც ბმვ
იმედია საკმარისი არგუმენტაცია მოვიყვანე