Nissan Silvia
Nissan Silvia (CSP311)
Nissan Silvia -ს დებიუტი 1964 წელს ტოკიოს ავტო შოუზე შედგა. ეს მოდელი Fairlady 1500 (SP310)-ის ბაზაზე შეიქმნა და ხელით იწყობოდა. მისი დიზაინი კაზუო კიმურას (Kazuo Kimura) ეკუთნის. შემდეგ კი ალბარტ გოერცმა (Albrecht Goertz) დაამუშავა. ეს ავტომობილი ძრავის ორი ვარიანტით გამოდიოდა SP311 (1.6 L ორმაგი კარბურატოტით) და SP310(1.5 L, ეს ძრავი მხოლოდ პროტოტიპებს ჰქონდათ). 1968 წელს ამ მოდელის გამოშვება შეწყდა, მხოლოდ 554 ცალი სილვია გამოუშვეს, უმეტესი ნაწიილი იაპონიაში დარჩა, 49 ცალი ავსტრალიაში და 10 ცალი სხვა ქვეყნებში. სილვიას ფასი ორჯერ დიდი იყო, ვიდრე მისი უმცროსი ძმისა. ეს კი ამ მანქანის მცირე რაოდენობამ და მისი აწყობის სირთულემ განაპირობა.

S10
S10 პირველი სილვია იყო, რომელიც S პლატფორმაზე აიწყო. ნისანის ეს მოდელი დიდად პოპულარული არ იყო. S10 იაპონიაში გამოდიოდა L18 ძრავით, ხოლო ამერიკაში L20B ძრავით.

S110
S110 (ამერიკაში Datsun 200SX და მექსიკაში Datsun Sakura) გამოდიოდა კუზაოს ორი ვარიანტით, კუპე და ჰეჩბექი. ეს ავტომობილი იმითაა უნიკალური, რომ როტორის ძრავი ედო(შექმნილი და წარმოებულ ი ნისანის მიერ). სამწუხაროდ ეს ძრავა იმდენად არასაიმედო და პრობლემური იყო, რომ მალევე ამოიღეს წარმოებიდან. ეს ძრავა ძ სერიის ძრავებით შეცვალეს. იაპონიაში სილვია Z20 და Z18Eთ ძრავებით გამოდიოდა, ამ უკანასკნელს საწვავის პირდაპირი შეფრქვევა და ტურბო დაბერვა ჰქონდა. ამერიკასა და კანადაში კი - 200SX Z20E ძრავით და H165 უკანა ხიდით. 1982-83-ში უკანა ხიდი H190 შეცვალეს.
1983 წილიდან შილვია 240ღშ-ი გამოვიდა, მასში 2.4 ლიტრიანი DOHX FJ24-ის ძრავი იდო, 1985 წელს შეწყდა S110 გამოშვება. 240RS მსოფლიო რალის ჩემპიონატში მონაწილეობდა, 1983 წელს ამ მონსტრმა მეორე ადგილი დაიკავა ახალ ზელანდიაში.
nissan silvia s110 coupe

nissan silvia s110 hatchback

nissan silvia s110 240RS