ოკ
მორიგი კურიოზი ჟიგულისმოყვარე ბიძაჩემზე:
ერთხელ დამადგა და მეუბნება: საიტი რომ არიო, mayauto.ge-ო, შედი და ნახე აბა ჟიგულები რა ღირსო. მე რა თქმა უნდა შემზარა Audi Coupe GT-დან ჟიგულზე გადაჯდომის პერსპექტივამ, ამიტომ სასწრაფოდ გავხსენი ინტერნეტ ბრაუზერი და შევვარდი საიტზე. კიდევ კარგი ბიძაჩემი დიდად ვერ ერკვევა კოპიუტერში, ამიტომ ვერც კი შეამცნია ისე ჩავწერე ფასის გრაფაში 2000 დოლარი

ჰოდა რომ გამოყარა შედეგები ვუთხარი: ნახე, გაშპაკლული 011-ის ფასი 2000 $-დან იწყება მეთქი და ნორმალურის ფასი ხო აზრზე ხარ რა იქნება-მეთქი

თან სურათებსაც ისეთს ვუხსნიდი სადაც ბამპერ-მოხსნილი, შეჭეჭყილ-შემოჭეჭყილი და ფარებცამტვრეული ჟიგულები იყო

მაგის სახე უნდა გენახათ: რა უბედურებაა, ტავის დროზე ეს აუდი 1600-ად ვიყიდე და ეს შპაკლიანი ჟიგულები როგორ ღირს 2000$-იო?

ნუ მთლად მასეც არ იყო, ცოტა გავამუქე სიტუაცია, მაგრამ დამიჯერეთ, ეს აუდი ისევ რომ გვყავს, ჩემი დამსახურებაა. რამე რომ ჭირდება ხოლმე, ელიავაზე, ისანში, დაშლილებში და ქუთაისის ქუცაზე მე დავრბივარ და ვეძებ ნაწილებს (ყიდვით ის ყიდულობს, მაგრამ მახსოვს ერთხელ 1 იჟექტორზე ნახევარი დღე ვიწანწალე!), ბიძაჩემი რომ არ შეწუხდეს, თორემ მიზეზზეა, ეგრევე "გაასუხარებს" აუდს.
This post has been edited by LUKA-BRAZI on 29 Sep 2009, 01:24