გილოცავ!
ვარიატორი ძალიან დახვეწილი "კარობკაა" თუ გინდა მექანიკაზე სწრაფი, თუ გინდა უფრო ეკონომიური, და ავტომატის მოყვარულებისთვის უფრო კომფორტულიც

არ გააჩნია საფეხურები, ანუ კბილანების წყვილები არ მუშაობს, სულ სხვა პრინციპია
ეს მოტოციკლისთვისაა, მაგრამ, პრინციპი იგივეა
http://www.youtube.com -ზე ძებნაში მიეცი CVT Transmission
ძრავს რა ბრუნებზეც გინდა აჩერებ და ისე ახდენ აჩქარებას, ანუ ჩვეულებრივ მანქანაზე რომ წარმოვიდგინოთ ტახომეტრი 2000-ზე რომ გქონდეს მუდმივად და მასე ააჩქარო, იარო და მასევე გააჩერო
თუ გაზაობა გინდა მაქსიმუმი ცხენები რა ბრუნებზეც აქვს ისე აჩერებ და შესაბამისად ძრავიდან იყენებ მაქსიმალურ სიმძრავდეს ჩავარდნების გარეშე.
ანუ თუ დაუშვათ ძრავს აქვს მაქსიმალური სიმძლავრე 6000 ბრუნზე, მექანიკით გაწურვის დროს ტახომეტრი ხომ დარბის დაახლოებით 5000სა და 7000ს შორის, ე.ი. 6000-ზე ქვევით უფრო ნაკლებ სიმძლავრეზე ჯდება თავიდან, გაივლის მაქსიმუმს 6000ს და მერე ისევ იკლებს მომენტი 7000ზე, ანუ პიკს რაღაც მომენტში კვეთავს რა..
ვარიატორი კიდე მაქსიმალურ სიმძრავრეზე გიჭირავს მუდმუვად და მაგიტომაა უფრო სწრაფი

გაფიცებ ოჯახი არ დამინგრიო
ZAZ 030