levani_1990hyberdato ესაა სკაიპის ID მარა იშვიათად შემოვდივარ... სამსახურში არ მაქ სკაიპი და სახლში რო მივდივარ კომპიუტერის ჩართვა აღარ მინდა

ისე ვარ...
ამიტომ თუ გინდა PM მომწერე ან აქ იკითხე სულ ჩვენები არიან

უცხო არავინაა

დეტალნა გეტყვი მაგ მოდელზე ყველაფერს... რომელი ფერი რამდენი გამოვიდა რომელ წლებში და რა ნავაროტკით იმასაც გეტყვი

თუ ხარ მაგ მოდელის ყიდვით დაინტერესებული მაშინ მოგაწვდი სრულ ინფოს

დავიწყოთ იქედან რომ ეგ მოდელი გამოდიოდა სხვადასხვა ძრავზე... წლების მიხედვით..
ყველაზე ძველი ძრავია 1.8 G60 ანუ 1.8 კომპრესორი რომელსაც აქვს 160 ცხენის ძალა..
აგრეთვე იყო 1.8 16V ატმო ძრავი ცილინდრზე 4 კლაპნით და 136 ცხენით.. და ამდენივე ცხენი ქონდა 2.0 16V რომელიც ჩაენაცვლა 1.8 16V-ს.. მარა ამ ძრავებზე კორადოს ყიდვა არ ღირს... რადგან 1.8 ძაან ძველია და არაფერი განსაკუთრებული და 2.0 უბრალოდ ბანძობაა..
იყო აგრეთვე 2.0 პრასტოი 115 ცხენით რომელსაც საერთოდ არ განვიხილავ რადგან სისულელეა ამის ყიდვაც...
და VR6 ამ ძრავზე კორადო 91 წლიდან 95მდე გამოდიოდა... მარა აქაც ცოტა სხვანაირად... ამერიკული ბაზრისთვის გამოვიდა 2.8 ძრავით და 174 ცხენი... და ევროპული ბაზრისთვის 2.9 190 ცხენისძალით...
ეს ინფო რაც შეეხება მოდიფიკაციებს...
ახლა გავაკეთოთ შედარება რომელი რომელს ჯობია

ნუ თუ დამიჯერებ 1.8 G60 და VR6 არის რომელიც უნდა განვიხილოთ დანარჩენ ძრავებზე კორადოს უბრალოდ აზრი არ აქვს ჩემი აზრით...
დავიწყოთ VR6-ით: 2.8 და 174 ცხენი მარა ამერიკული ცხენები... დაღლილი და დაქანცული დიდი პრაბეგით... ხოლო პატარათი ამერიკაში იაფად უბრალოდ ვერ იშოვნი... ზატო ექნება კრუიზ კონტროლი სავარძლების გათბობა კონდინციონერი და სრული ელექტროობა (ლუქი შუშები და სარკეები + ბორდ კომპიუტერი)
2.9-ს რაც შეეხება ამ ავტოს ჩამოყვანა შეიძლება გერმანიიდან ინგლისიდან და იაპონიიდან...
გერმანული პატარა პრაბეგით ისეთ ფასებშია რო პროსტა არ ღირს... და ნავაროტკები ზოგს აქვს ზოგს არა.. მოკლედ გერმანია გამართლებაზეა...
ინგლისში მაღალი ფასებიცაა მარა სრული ნავაროტკითაა და + ყველა იქაური კორადო ტყავის სალონითაა.. (ასევე მარჯვენა რულით ამიტომ ეავიცი)
დარჩა იაპონია საიდანაც მე ჩამოვიყვანე.. პატარა პრაბეგი, სვეჟი სალონი ნავაროტებში ელექტროობა (შუშები სარკეები და ლუქი) ბორტკომპიუტერი და კონდინციონერი, ტყავს ვერ გაჩითავ და ასევე მექანიკის პოვნა გაგიჭირდება... მარა მაინც ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მივიჩნიე...
ნუ 1.8 G60 ყველა ზემო ჩამოთვლილ ქვეყნიდან შეგიძლია ჩამოიყვანო.. ყველგან ერთნაირი გაიყიდა ასე რომ სადაც მოგეწონება მდგომარეობის და ფასის მიხედვით იქ უნდა იყიდო...
ახლა შევადაროთ ძრავები:
1.8 G60-ს მთავარი პლიუსი არის მსუბუქი წონა ცხვირში და შესაბამისად უკეთესი მანევრი...
თუ არჩევანი უნდა გაკეთდეს 1.8 G60-სა და 2.8-ს შორის ჩემი ხმა 1.8 G60-ს
მარა 1.8 G60-სა და 2.9 შორის ?

მაშინ უდაოთ 2.9 და 190 რაში.
1.8 G60-ის მინუსი არის კომპრესორის სისუსტე...
მოკლედ მგონი დავიღალე ამდენი წერით და შეილება ეს ინფო არც გაინტერესებს ან უკვე იცი ამიტომ კონკრეტული მკითხე და გიპასუხებ
The only time I feel alive is when I'm driving.
UNLIMITED
--------------------------------------------------
სიყვარული არ იჭმება !!! უბრალოდ უნდა ჩაღეჭო და გადმოაფურთხო !