Alaniagiusha_gioბორდკომპიუტერი არაფერ შუაშია..
ყველა ძრავს აქვს ECU რომელიც არის პასუხისმგებელი მანქანის ელექტროობაზე... მანდვე არის ჩიპი რომელზეც ჩაწერილია პრაშივკა რის მიხედვითაც მანქანა იღებს ბრძანებებს როგორ იმუშაოს... ანუ რამდენ აბაროტზე დაკეტოს ტახომეტრი ან რამდენ კმ/სთ-მდე გაგიშვას რომ იარო... მოკლედ აწესებს შეზღუდვებს...
გაჩიპვა ნიშნავს რომ ან იღებ ჩიპს და დებ სხვას რომელზეც უკვე შეცვლილი პარამეტრებია.. მაგალითად 8000 აბაროტამდე ატრიალებს 7000-ის ნაცვლად და ა.შ.
ან არსებულ ჩიპს ანასტროიკებ შენს გემოზე... სხვადასხვა მანქანებზე სხვადასხვა ხერხი ჯობს...
მაგალითად VR6 ძრავისთვის ჯობია უკვე დანასტროიკებული ჩიპის ყიდვა და იმის ჩადგმა ვიდრე პრაშივკების წერა.. სავარაუდოდ V6-ისთვისაც ეგრე იქნება...
ბრიტანეთში არის კომპანია რომელიც ქმნის ჩიპებს Vჭ-სთვის... იმეილზე უგზავნი შენი ECU-ს ნომერს და ისინი შენი მანქანისთვის წერენ პრაშივკას ჩიპზე რომელსაც გიგზავნიან ფოსტით... დაახლოებით 150 დოლარამდე ჯდება ეგ სიამოვნება... მარა საკმაოდ კარგ და ძრავისთვის უსაფრთხო ჩიპებს ამზადებენ...

აქვე ვიტყვი დამატებით რომ გაჩიპვას აქვს 0 შედეგი თუ არ შეცვლი შემშვებ და გამომშვებ კოლექტორებს, ინთეიქს, არ დააყენებ უფრო ძლიერ ბენზონასოსს..
ამ შემთხევაში ცხენების მატება იქნება 10-15% მხოლოდ ჩიპის ხარჯზე და ზემოთ ჩამოთვლილი ნაწილებიც თავისას იზამს და ჯამში 40-50 ცხენის მომატებააა შესაძლებელი კარგი ნაწილების და სწორი ნასტროიკის პირობებში...
The only time I feel alive is when I'm driving.
UNLIMITED
--------------------------------------------------
სიყვარული არ იჭმება !!! უბრალოდ უნდა ჩაღეჭო და გადმოაფურთხო !