გაუმარჯოს.
პირადი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ უკვდავი მანქანა არის, თუმცა პირადად მე მხოლოდ 2 კარიანის ტარება მიწევს, ოღონდ 2014 წლიანი მოდელის. დიდი სხვაობა არამგონია იყოს. უტურბინო ძრავია, 4.2. გავსებული ბაკით, 5 კაცით და დამატებითი ბარგით 200კმ გავატარე, აქედან 160 ტრასა-ქალაქი, 40 კმ კიდევ 4X4 და შიგადაშიგ ე.წ. "პანიჟენიით". ამას დამატებული 48 საათი ჩაუქრობლად ვამუშავე გაჩერებულზე, სალონის გათბობისთვის და ელ. ენერგიის მისაღებად. უკან დაბრუნებულმა (თბილისში შემოსვლისას) დაიმატა ზუსტად 67 ლიტრი. ვფიქრობ რომ ძალიან ეკონომიურია
პ.ს. ძველი მოდელები ვიზუალით არ მომწონს, წინიდან თაგვის ასოციაციას იწვევს ჩემში

თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ძველი მოდელების სავალი ნაწილები უფრო გამძლე და საიმედოა

უბრალოდ წინასწარ უნდა შეეგუო და კომფორტი დაივიწყო. კომფორტი - 0 მაგრამ ისეთი შეგრძნება გაქვს შიგნიდან რომ იყურები, გეგონება ტანკში ზიხარ. პირველი სიჩქარე ძალიან ძლიერი აქვს. ასევე ძალის და გადაცემის კოლოფის სიძლიერის გამო, მოძრაობას მე-2 სიჩქარით უპრობლემოდ იწყებს
ახლა ახალი მანქანები გვყავს, 2019-იანები, 4.7 ტურბოები, ჯერ არ გამიტესტავს

როგორც იძახიან, უტურბინო 4.2-ებზე ნაკლებს აწვევინებენ
ძალიან მაგარი მანქანაა და ძალიან მიყვარს, სიამოვნებით ვიყოლიები შეძენის საშუალება რომ მქონდეს
This post has been edited by ZSU-23-4 on 8 Apr 2020, 11:30
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)