გამარჯობა ყველას
მოკლედ ასეა საქმე: ძმაკაცს ჩამოყავს მანქანები იაპონიიდან ხოდა ერთი კაცისთვის აუქციონზე შემოეყიდა ხელში ორი ფორესტერი

იცის რომ მანქანას ვეძებ. ფასი მაწყობს _ ძმობის ამბავში ფასია.
ეს დღეებია რუსულ, ქართულ და ინგლისურ საიტებზე ამოვიღამე თვალები _ ზოგი აქებს, ზოგი ამბობს არც წყალია, არც ღვინოო, ზოგი ამბობს - ფაქიზი მოტორები აქვთო.
_ უტურბინოა 1999 წლის 2.0. იაპონური. გარბენი 90 000-მდე _
ხან იმას ამბობენ რეგულარი მიდისო _ ხან ამბობენ მაინც აფუჭებს მოტორსო.
ერთმა ვააბშე _ ეგრევე გაზის მე-4-ე თაობის აპარატურა უნდა ჩადგა და თუ არ გონკაობ, მანქანასაც დაიცავ და ეკონომიაც გექნებაო.
ზოგადად სუბარუ მომწონსდა თან ძალიან და საერთოდ იაპონურები.
თხოვნა მაქვს, ემოციების გარეშე მირჩიეთ:
_ უტურბინო იაპონური 2.0 ფორესტერი კაპრიზული მანქანაა?
_ ბენზინის ცვალებაზე მგრძნობიარე ძრავი აქვს? _ მე არც რეგულარის მუდმივად მოხმარებას ვაპირებ, მაგრამ არც სულ უმაგისობის თავი მაქვს.
_ გაზის კარგი აპარატურა რომ ჩადგეს შიდ ძრავს მართლა ინახავს თუ პირიქით აფუჭებს? _ ეკონომიას რომ თავი დავანებოთ
მეცით პატივი და გამარკვიეთ. ამ თემას პირველივე ნაწილებიდან მოვსდევ და დიდი ბოდიში თუ ყველაფერი ვერ წავიკითხე. არადა ჩამოყალიბებული აზრი ვერ გამოვიტანე ამ სამ შეკითხვაზე.
მაისუბარუ.გე-ზეც ვატვალიერებ და უფო მეტი დასტუკებულ ძრავებზე და დამწვარ პრაკლატკებზე წერია. დავიზაფრე კაცი.

ლამის უარი ვთქვა. არადა ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა
წინასწარ მადლობა ყველას