გამარჯობათ ყველას.
მცოდნე ხალხისგან ინფორმაცია მჭირდება HR-V -ზე. თუ ვინმეს გყავთ მითხარით თქვენი აზრი.
ერთი სიტყვით ბევრი ვარჩიე და კომპრომისულ მანქანად მეჩვენება.
აუცილებელი მოთხოვნაა რულის გადატანა. თუ იცით რა დამიჯდება , თუ გადაგიტანიათ ვინმეს?
მეორე მთავარი მოთხოვნაა ექსლუატაციაში არაკაპრიზულობა.
ძრავაზე რას მეტყვით? ზეთს წვავს? ბენზინის წვით კმაყოფილი ხართ? რა უარყოფითი მხარე შენიშნეთ ამ მანქანას?
მექანიკა არ მინდა, მეუღლემაც უნდა ატაროს და მეც მივეჩვიე ავტომატს, ვარიატორი რაა და საშიში ხო არაა მასეთი კარობკის აღება. როგორ უნდა შევამოწმო ყიდვისას ხომ არ იცით?
ოაპონურ აუქციონებზე ვნახე , რომ ერთი და იგივე 1.6-იან ძრავს სხვადასხვა სიმძლავრე აქვს - 105 და 125. ეს რატომაა? რომლის აღება სჯობს? უპირატესობას ვანიჭებ გამძლეობის ფაქტორს.
წინასწარ გიხდით მადლობას და შეიძლება ამ კლუბს შემოვუერთდე

ჰონდასთან არასდროს მქონია შეხება და ცოტა მეშინია , ნაწილებზე არ მომიწიოს ხშირი სირბილი.
თუ ვინმეს გყავთ ეს მანქანა გამიზიარეთ რა აზრი გამძლეობაზე