ALLeშენ კარგად ერკვევი მეგობარო ამ ზეთებში და შენი აზრი მაინტერესებს:
მოკლედ ჩავატარე მინი გამოძიება და რა გავარკვიე:
მე რა ზეთიც ვიყიდე ფირმა არი PENTOSIN,
დავსერჩე ინტერნეტში და თურმე მიდის ამ ფირმის ზეთი აუდზე მაგრამ PENTOSIN-11S
მე კიდე მომყიდეს PENTOSIN202, მაღაზიაში მივედი მეთქი ესე ესე არასწორად მომყიდეთ ზეთი თქო დ და მითხრეს ესეთი რაღაცა:
ხუფი ნახეს ზეთი სადაც ისხმევა და იქ ეწერა რომ მინერალი უნდა ჩაასხაო. ხოდა ეს 202 ყოფილა მინერალი. 11ს კიდე სინთეტიკა
ანუ ესეთი რაღაც მითხრეს რომ ინტერნეტში იმიტომ წერია ყველგან 11ს მიდის აუდზეო რომ ევროპაში უკვე ყველა სინთეტიკას
ასხავს და მინერალს აღარ ასხავენო, ჩვენ კიდე იმიტომ გირჩიეთ ეს ზეთი რომ მინერალი რახან აწერია ხუფზეო...
ეს 11ს არი თურმე ახალი თაობის ზეთიო რა და ეხლა ამაზე არიან გადასულებიო...
თუმცა ისიც უნდა ვთქვა რომ ამ ჩემი ზეთის კოლოფზე წერია რომ ამ ზეთს უპრობლემოდ შეიძლება
შეერიოს 11ს, ანუ მე დასკვნა გამომაქვს რომ თუ შეიძლება ეს ორი ზეთი ერთმანეთში შეერიოს
და ეს პრობლემა არ არის მაშინ ეს PENTOSIN202 რომ ჩაასხა სულ არც ეგ არ უნდა იყოს პრობლება...
მაღაზიაში ეს 11ს-იც ქონდათ გაყიდვაში და დავსვი კითხვა რომ მეთქი თუ ყველა ამ ზეთზეა დღესდღეობით გადასული
რატომ მირჩიეთ მაინც ეს 202 მეთქი. პასუხი მივიღე ესეთი რომ რახან ხუფზე წერია მინერალი იმიტომაც გირჩიეტ ეს 202მინერალი
და არა 11ს-სინთეტიკაო...
მოკლედ შევეშვი რა აღარ მივაწექი ბოლომდე...
კაროჩე მივქარე? თუ არ მივქარე?