ბლინებით გამოტენილი პირით

თერმოსტატი გიყენია?
800 აბაროტზე თუა დაქოქავ თუ არა კი მოგიწევს 15 წუთი ლოდინი

ახალ ძრავებს თავიდან სხვანაირად მიეწოდება ჰაერი/ბენზინის ნაზავი, არ მიდის სწორად წვა და მალევე ცხელდება ძრავი. ძველ ძრავებზე რომლებზეც აალების წინსწრება ხელით უნდა გაასწორი (ტრამბლიორის შემოტრიალებით) აყენია სპეციალური ვაკუუმზე მომუშავე რეგულატორი, რომელსაც ცივზე უფრო ''რანნიზე'' გადაყავს წინსწრება, შესაბამისად წვა უფრო დიდხანს მიდის ცილინდრში, დაბალ აბაროტზე გაწევა არ აქვს, სამაგიეროდ მალევე ხურდება.
ჩემსაზეც დიდი ხანი უნდა ელოდო სანამ გაცხელდება, ჯერ იმიტო რო დიზელია, შესაბამისად გაგრილების სისტემა სხვანაირია.
მერე იმიტომ, რომ ძრავი გრძივად დგას, შესაბამისად წინ აქვს ვისკომუფტაზე დამაგრებული ვენტილატორი, რომელიც დაქოქვისთანავე იწყებს ტრიალს და რადიატორში შესულ ოდნავ თბილ წყალსაც კი აგრილებს.
თან ჩემსას უყენია 4 რადიატორი... ყველაზე ბოლოს წყლისაა.. სანამ ყველაფერი არ გაცხელდება წყლის რადიატორამდე ცივი ჰაერი მიდის და არც ის ცხელდება.