სალამი კლუბს ესეც ერთი ახალი საინტერესო ინფო
წყარო:
news.drive.geყველაზე სწრაფი ბიზნეს სედანი
ავტომოყვარულთა გემოვნება განსხვავდება, ძირითადად ეს ორ კატეგორიად იყოფა, ისინი ვისაც მოსწონთ სპორტული ავტომობილები და ისინი ვისაც უფრო კლასიკური ავტომობილები იზიდათ. მე მოგიმზადეთ ამ ყველაფრის სინთეზი, ბიზნეს კლასის სედანები რომლებიც სპორტულად დაატუნინგეს და ბევრ სპორტულ ავტომობილსაც მოიტოვებენ უკან.
1. Mercedes benz S class brabus
ყველაზე სწრაფი ბიზნეს სედანის ტიტული მოიპოვა ბრაბუსის მიერ გაკეთებულმა Mercedes benz S class-მა, რომლის მონაცემებსაც სუპერქარებიც არ დაიშურებდნენ. ავტომობილის ძრავის მოცულობა გაზარდეს 6.3 ლიტრამდე, მისმა სიმძლავრემ კი 750 ცხენის ძალა და 1100 ნმ შეადგინა. ამასთან მაბრუნებელი მომენტი ელექტრონიკითაა შეზღუდული. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4 წამს ანდომებს, 200-მდე 11.9 წამს, მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ-ია. შეგახსენებთ რომ ფირმა Carlsson-მაც გააკეთე ამ ავტომობილის ტუნინგ ვერსია და იგი 3.9 წამში ჩქარდება 100 კმ/ზთ-მდე, სხვა მაჩვენებლებით კი ჩამორჩება Brabus-ს.
2. BMW Alpina B7
მეორე ადგილი დაიკავა მართლაც ძალიან სწრაფმა სედანმა, BMW Alpina B7, რომელიც 4.4 ლიტრიანი ტურბირებული ძრავითაა აღჭურვილი და გამოიმუშავებს 507 ცხენის ძალასა და 700 ნანომეტრს. მას შეუძლია აჩქარდეს 100 კმ/სთ-მდე 4.7 წამში, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 280 კმ/სთ-ის შეადგენს. აქვე შეგახსენებთ რომ სერიულებს შორის Alpina-ს ტუნინგზე სწრაფია BMw 760 Li, რომელიც 4.6 წამში ჩქარდება 100 კმ/სთ-მდე, თუმცა მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-ით აქვს შეზღუდული.
3. Bentley Continental Flying Spur
შემდეგია Continental Flying Spur, რომელის მონაცემებიც აღსანიშნავია, მართალია ავტომობილი 2.1 ტონას იწონის, მაგრამ 100 კმ/სთ-მდე 4.8 წამში ჩქარდება, მაქსიმალურ კი 322 კმ/სთ-ის ანვითარებს. ეს ყველაფერი კი W12 6ლიტრიანი ძრავის დამსახურებაა, რომელიც ორი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვლი და 552 ცხენის ძალასა და 650 ნანომეტრს გამოიმუშავებს.
4. FAB Design Maybach 57S
მეოთხე ადგილი დაიკავა Maybach-მა, რომლის ბიზნეს სედანი მართლაც რომ რაკეტაა. ტექნიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ Fab Design-მა შეძლო ავტომობილის 12 ცილინდრიანი 6 ლიტრიანი ძრავისგან მიეღო 650 ცხენის ძალა და 1025 ნმ. რის შედეგადაც ავტომობილის მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა 303 კმ/სთ, ხოლო 100 კმ/სთ-მდე 4.9 წამში ადის. სულ ასეთი 15 ეგზემპლარია გამოშვებული.
5. Mariani Audi S8
მეხუთე ადგილი ერთდროულად ორ ავტომობილს ერგო, გაგაცნობთ Mariani-ს მიერ გაკეთებულ Audi S8-ს, რომლის კაპოტქვეშ V10 ცილინდრიანი 5.2 ლიტრიანი ძრავა იმალება. მას შეუძლია ავტომობილი ააჩქაროს 100 კმ/სთ-მდე 5 წამში. ძრავის სიმძლავრე 501 ცხენის ძალას უტოლდება. ავტომობილი 6 სანტიმეტრით დაწიეს და 19 დიუმიან დისკებზე შეაყენეს, რამაც მას კიდევ უპრო სპორტული იერი მისცა.
5. Hamman Rolls-Royce Phantom
მეორე ავტომობილი, რომელმაც Audi-სთან ერთად მეხუთე ადგილი გაიყო გახლავთ Rolls-Royce Phantom, რომელიც ატელიე Hamman-მა დაატუნინგა. შედეგად მივიღეთ რომ 2.5 ტონიანი ავტო 5 წამში აღწევს 100 კმ/სთ-ის ნიშნულს, ხოლო მისი მაქსიმუმი 300 კმ/სთ-ით განისაძღვრება. ავტომობილი მოძრაობაში მოჰყავს V სებურ 12 ცილინდრიან 6 ლიტრიან ძრავს, რომელიც 535 ბედაურსა და 835 ნანომეტრს გამოიმუშავებს. ავტომობილი 23 დიუმიანი დისკებით აღჭურვეს და უპრო მაგარი ზამბარები დაუყენეს, რამაც მისი მდგრადობა გაზარდა.
* * *
ზაზა სად ხარ ზაზაააააააა???
პუბლიკა ზაზას ითხოვს
This post has been edited by chibara-amg on 21 Feb 2010, 16:55
მიმაგრებული სურათი