
ელიტარული Gelandewagen კომპლექტირებულია მოკლე უხეში ზამბარებით, ხოლო ჭრილებში ბრწყინავენ monoART1 ის დისკები რეზინებით Pirelli Scorpio Asimmetrico 305/35 R22.
აქვს კი რაიმე საერთო დუბაის ავტო სალონდა და ავტო თუნინგ შოუ SEMA-ს? რა თქმა უნდა აქვს. ჯერ ამერიკელებმა განგვაცვიფრეს და ეხლა დუბაი აგრძელებს იგივეს. ამჯერად განვიხილავთ ერთ ერთ საუკეთესო ეგზემპლარს, Mercedes G 55 AMG, რომელიც გერმანული ატელიე A.ღ.თ. მიერაა გაკეთებული.

ნალების ფორმის დიოდები წინიდან და უკნიდან, ფრონტალური ბამპერი დიდი ჰაერშემკრებებით, ჭრილები გრავირებულ კაპოტზე, ოთხი მრგვალი ოპტიკური ფარი, ექვსი ტუმანიკი, ზუსტად ისეთები როგორიც მაყუჩები, Mercedes G ამ ყველაფრით არავის უნახია, პირველად გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე, ლამაზია თუ არა? რთული სათქმელია, შესამჩნევი კია.

რას შეეხება სალონს, იგი ერთმნიშვნელოვნად საუკეთესოა, ოთხი ციფრულდაფიანი სავარძელი, წითელი ტყავით გაწყობილი, გათბობისა და გაგრილების ფუნქციებით. წითელი ტყავითვე გაწყობილი ცენტრალური მართვის დაფა და მინი ბარი. ეს ერთერთი ყველაზე სწრაფი G კლასია, მას შეუძლია 260 კმ/სთ-ს განვითარება, როცა ჩვეულებრივი მხოლოდ 210-ს ანვითარებს. საიდუმლო მისი ძრავის განვითარებაშია კომპრესორის მიერ, რის შემდეგაც V8 5.4 ლიტრიანმა (507 ცხ/ძ., 700 ნანომეტრი) დამატებული გაგრილების და გამოშვების ახალი სისტემებით შეძლო მიეღწია 601 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ მეტრამდე. ავტომობილის ფასი 350 470$ ია მხლოდ.