გამარჯობა მერსედეს კლუბ
როგორ ხართ ?
* * *
WWW.NEWS.DRIVE.GE
ყველაზე სწრაფი ყველგანმავალი
ტუნინგ კომპანიები ავტომობილის გამოსვლის დღიდან მათი გაუმჯობესებით არიან დაკავებულები. ბევრ მათგანს გამოსდის, უფრო ცოტას ვერა. დღეს მოგიმზადეთ მსოფლიოს საუკეთესო ტუნინგ კომპანიების შედევრები: ყველაზე სწრაფი ყველგანმავლები მსოფლიოში.
1. Kleemann ML63K Biturbo
პირველი ადგილი დაიკავა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დანიურმა ტუნინგ კომპანიის შედევრმა. მათ Mercedes ML 63 AMG გადააქციეს გზის რაკეტად. Kleemann ML63K Biturbo, აი ეს გახლავთ ამ ავტომობილი სახელწოდება. დანიელებმა, მერსოს V8 ძრავის 6208 კუბიკს, მიუმატეს ორი ტურბინა Garrett-ისგან და რამოდენიმე ინტერქულერი. შესაშინებლად ჟღერს არა? ესეცაა... შედეგად მიიღეს 550 ცხენი ძალია ძრავიდან 800 ცხენის ძალიანი და 1000 ნიუტონ მეტრიანი "ხრაპავიკი"

სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი 7G-Tronic ავტომატური. შედეგებმაც არ გააყოვნა. 100 კმ/სთ-მდე 4 წამი, მაქსიმალური 300 კმ/სთ. ამასთანავე ექსკლუზიური ფერი Kleemann Nordic White, და ემირატების დასაპყრობად ავტომობილი მზადაა!
2. GLK SV12 R Biturbo
ამ ავტომობილზე Brabus-ი განსაკუთრებით შეეცადა. მათ აიღეს S კლასის V12 ძრავი და მისი 6.3 ლიტრიანი მოცულობა გაზარდეს 8 ლიტრამდე, მაგრამ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. ძრავი მათ შეიძლება ითქვას ხელახლა შექმნეს, (გამოუცვალეს პორშინები, შატუნები, განმანაწილებელი და მუხლებიანი ლილვები) შეცვალეს და დაყენეს ორი უფრო ძლიერი ტურბოკომპრესორი და გაგრილების სისტემა. რის შედეგადაც მიიღეს 750 ცხენის ძალიანი ძრავი, რომელიც 1350 ნმ-ს გამოიმუშავებდა. წაიმუშავეს აეროდინამიკაზეც და აი რა მიიღეს: 322,3 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე. აჩქარება 100-მდე 4.2 წამი, 200 მდე 12.8 წამი. ატელიემ სალონზეც წაიმუშავა, ძვირფასი ტყავი და სხვადასხვა ნედლეული გამოიყენა და ფასიც შესაბამისი დაადო, 400 000 ევრო. ამ ვერსიამდე Brabus-მა გააკეთა V8 5 ლიტრიანი ძრავის ტუნინგი რომელიც GLK-ში ჩადგეს და მას შეეძლო 275 კმ/სთ განევითარებინა და 100-მდე აჩქარებულიყო 4.9 წამში.
3. Brabus ML 63 Biturbo
Brabus ML 63 Bიტურბო ეს გახლავთ ჩვენ ათეულში მესამე ადგილზე გასული ავტომობილის სახელი. ტუნინგ ატელიეს მექანიკოსებმა, Mercedes ML 63 AMG-ის V8 6.2 ლიტრიან ძრავს,( რომელიც 510 ცხენის ძალასა და 630 ნმ-ს გამოიმუშავებს), ორი პროტეინიანი ტურბოკომპრესორი დაამატეს. განაახლეს გაგრილების სისტემა. აგრეთვე შემშვები სარქველის მოდიფიცირება და ძრავის მართვის ახალი მექანიზმით აღჭურვა მოახდინეს ამ ძრავის და შედეგან მიიღეს 650 ცხენის ძალა და 850 ნმ. ყველგანმავალს შეუძლია 4.2 წამში აჩქარდეს 100 კმ/სთ-მდე და განავითაროს 310 კმ/სთ. რა თქმა უნდა ინჟინრებს არც სალონი გამორჩენიათ, რომელიც ძვირფასი ტყავითა და ხით, აგრეთვე თანამედროვე მულტიმედიური სისტემებით აღჭურვეს. ავტომობილის ფასია 190 000 ევრო.
4. Gemballa Tornado 750 GTS
Porsche Cayenne - ამ ელიტურმა გერმანულმა ტუნინგ კომპანიამ (Gemballa) არა ერთხელ დაატუნინგა, და მათი ნამუშევრის 2 ეგზემპლარი მოხვდა ჩვენ ათეულში. ამათგან ყველაზე ძლიერი მათ სულ ახლახანს შექმნეს და ტორნადო დაარქვეს. მართლაც საკმაოდ შემაშინებალდ გამოიყურება მისი აეროდინამიური "სარტყელი". ინჟინრებმა Cayenne Turbo S-ის V8 4.8 ლიტრიანი ძრავი 5 ლიტრამდე აიყვანეს და მისგან 750 ცხენის ძალა და 1050 ნანომეტრი გამოწოვეს. ეს შედეგი კი მათ პორშინებისა და შატუნების შეცვლით, აგრეთვე ორი ტურბოკომპრესორის დაყენებითა და გაგრილების ახალი სისტემით მიაღწიეს. ავტომობილმა მიიღო ასევე სპორტული კატალიზატორებიც. ავტომობილი 4.3 წამს უნდება 100 კმ/სთ-მდე და ანვითარებს 300 კმ/სთ-ს, მისი ფასი კი 400 000 ევროა.
5. Brabus G V12 S Biturbo
Brabus-მა ეს ლეგენდარული ავტომობილი არა ერთხელ დაატუნინგა, მათ შორის ყველაზე სწრაფი გამოუვიდა სწორედ ეს მოდელი, რომელმაც ჟენევის ავტო სალონი დაიპყრო! მასში შ კლასის V12 6.3 ძრავი დგას, რომელიც ჯერ კიდევ 5 წლის წინ შეიმუშავეს Mercedes-ის ინჟინრებმა და რომელიც 610 ცხენის ძალასა და 1000 ნანომეტრს გამოიმუშავებდა. Brabus-ის ტექნიკოსებმა მასძე წაიმუშავეს, შეუცვვალეს გამანაწილებელი ლილვია, ასევე ცილინდრის ბლოკის თავები, გაგრილების სისტემა და ორი ტურბოკომპრესორი მიუმატეს. შედეგად მიიღეს 700 ცხენის ძალიანი და 1220 ნანომეტრიანი მონსტრი, ერთ-ერთი ყველაძე ძლიერი ყველგანმავალი მსოფლიოში. 100 კმ/სთ-ს ანვითარებს 4.3 წამში, მაქსიმალური კი 260 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. უნჟინრებმა მასში თანამედროვე მულტიმედიური სისტემა განათავსეს და სხვა ფუფუნების ელემენტებიც და 360 000 ევრო დაადეს საფასურად.
6. Lumma CLR X 650 M
თვალშისაცემი შეფერილობა, აეროდინამიკური სარტყელი და გასაოცარი სიმძლავრე კაპოტქვეშ, ეს ყველაფერი ხოსე და ანდრეას ლუმას ხელწერაა. ავტომობილის 4.4 ლიტრიან 555 ცხენის ძალიანი ძრავისაგან (680 ნმ), ატელიეს ინჟინერებმა 650 ცხენის ჩალა და 830 ნმ. გამოწურეს. ეს შედეგი ძრავის მათვის ახალი ელექტრონული სისტემის და ახალი Lumma-ს გამოსაბოლქვი სისტემის დამსახურებაა. გერმანელები ალბათ ამის დანახვისას G-Power-ის მესვეურებს საკმაოდ გაკიცხავენ

ავტომობილს შეუძლია 312 კმ/სთ-მდე აჩქარდეს და 100 კმ/სთ-მდე 4.5 წამი მოანდომოს. უნდა გავითვალისწინოთ რომ მისი მასა 2.4 ტონამდეა!
7. Mansory Cayenne
შვეიცარიულმა ატელიემ წაიმუშავა გერმანულ Cayenne-ზე, და მართლაც შესაშური შედეგი მიიღო. V8 4.8 ლიტრიანი ძრავისგან, შემშვები და გამშვები სისტემის განახლებით, აგრეთვე ჰაერიალა და 900 ნმ. ეს საკმარისი აღმოჩნდა ავტომობილი აეჩქარებინა 100 კმ/სთ-მდე 4.5 წამში და მიეღწია 302 კმ/სთ-ს ნიშნულამდე მის მაქსიმალურ სიჩქარეს. ტუნერებმა ავტომობილი ექსტერიერზეც წაიმუშავეს, 23 დიუმიანი დისკები და აეროდიმანიური სარტყელი მართლაც რომ ამშვენებს ამ გიგანტს.
8. Brabus GL 63 Biturbo
Brabus- ეს ტუნინგ კომპანია მგონი მთელი ჩვენი ათეულის ლიდერია. ამჯერად ჯერი მიდგა GL-ზე, რომლის V8 6.2 ლიტრიან ძრავმაც განიცადა განახლება. დაუყენდა 2 ტურბოკომპრესორი, ორმაგი გამოსაბოლქვი სისტემა, ძრავის მართვის ელექტრონული სისტემა და შედეგად მიიღწა შედეგი: 650 ცხენი ძალა და 850 ნანომეტრი. რის შედეგიცაა 4.7 წამი 100 კმ/სთ-მდე და 300 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე. ინტერიერს რაც შეეხება, თანამედროვე მულტიმედიური სისტემა, ძვირფასი ტყავი და ხე, ყველაფერი ფუფუნებისთვის. ავტომობილი აღჭურვეს 23 დიუმიანი დისკებითა და 12 პორშნიანი 15 დიუმიანი სამუხრუჭო სისტემით. ამ ყველაფრის შემდეგ მისმა ფასმა მიაღწია 368 000 ევროს.
This post has been edited by chibara-amg on 10 Mar 2010, 16:15