გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა.
გამარჯობათ. მემგონი დადგა დრო ჩვენმა პატარა ოჯახმაც შეიტანოს თავისი წვლილი კეთილ საქმეში და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ.
იქიდან გამომდინარე, რომ აღდგომებია, დღესასწაულებია და ყველა მართმადიდებელმა ადამიანმა უნდა იზეიმოს ეს პერიოდი, მინდა შემოგთავაზოთ ესეთი რამ:
წავიდეთ მამათა მონასტერში, ღვთაებაში, რომელიც თბილისიდან 20-30 წუთის სავალზეა.
მართალია საპატრიარქო ყველას ეხმარება, მაგრამ გარწმუნებთ რო ყველა მამათა და დედათა მონასტერი საჭიროებს შემოწირულობას.
შემოწირულობაში რა შედის და რა შეიძლება ვიყიდოთ წასაღებად:
1. მაკარონი
2. წიწიბურა
3. ბრინჯი
4. შაქარი
5. ფქვილი
6. კარტოფილი
7. ზეთი
და კიდევ სხვა საკვები , რომელსაც თქვენთან ერთად მოვიფიქრებ. ასევე შეგვიძლია ვისაც სურვილი გვექნება ვაკურთხოთ ჩვენი ავტომობილები. ეს რაღათქმაუნდა სურვილისამებრს.
შევხვდეთ ტაძრის წინამძღვარს, მამა ბენიამინს, რომელზეც ძალიან ბევრი რამ გვსმენია..
ერთ-ერთი ესეთი მაგალითია: როდესაც მამა ბანიამინი ლოცულობს ჰაერში ადის. მემგონი ღირს გავაკეთოთ ეს კეთილი საქმე, ვესაუბროთ მოძღვარს, გვიქადაგოს და კიდევ ბევრი რამ გავიგოთ და ვისწავლოთ..
კიდევ ბევრი სასწაული ხდება ამ ადგილას და იმედიმაქვს გამოგვივა ის რაც ჩავიფიქრეთ.
თითონ ტაზარი ულამაზეს ადგილას მდევარეობს და ავტომობილები უპრობლემოდ დადიან, შეიძლება რომელიმე თქვენგანიც არის ნამყოფი.
ზოგადი ცნობები მონასტერზე:
ღვთაების სამონასტრო კომპლექსი

მონასტერი დაუარსებია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთს ანტონს VI-ში. პლ.იოსელიანი წერს, რომ ამ ადგილას ვახტანგ გორგასლისაგან აგებული ეკლესიის ნანგრევები ყოფილა და სწორედ იქ დაუსვენებია მამა ანტონს ედესიდან ჩამოტანილი თიხის ხელთუქმნელი ხატი. ამ ხაატს ხვთაების ხატს უწოდებენ, ამიტომ მონასტერსაც ღვთაების მონასტერი ჰქვია. ანტონი აქ თავდაპირველად მარტო მოღვაწეობდა. ამიტომ მიიღო მან ანტონ მარტომყოფელის სახელი. მონასტერთან ახლო მდებარე სოფელ აკრიანსაც აქედან მიუღია სახელწოდება მარტყოფი.
მამა ანტონის კოშკი

მონასტერი ანტონის კოშკის ჩათვლით ნაგებობათა მთელ კომპლექსს წარმოადგენდა. კოშკი აღმართულია სალ კლდეზე, სადაც ანტონს სიცოცხლის ბოლო 15 წელი გაუტარებია.
ჟამთა მსვლელობაში მონასტერს მრავალი ცვლილება განუცდია. IX საუკუნეში ანტონის კოშკის ჩათვლით იგი პირველად შეუკეთებიათ. კოშკი ამის მერე აღარ შეკეთებულა. მოგვიანებით XVII ს-ში აგებულია სამრეკლო, რომელიც მარტყოფელ ხუროშვილი აუგია მას თუშმალად მოიხსენიებენ. XX საუკუნის დასაწყისში მონასტრის ტერიტორიაზე აუგიათ ოთახები როგორც საეკლესიო პირებისთვის, ისე მლოცველებისთვის XIX საუკუნის 40-იან წლებში დიდი მიწისძვრა მომხდარა მას დაუნგრევია მთავარი ტაძრის გუმბათი. 1847წ. დაუწყვიათ მისი აღდგენა. რუსი მხატვრის ტროშინსკის მიერ ახლიდან იქნა შესრულებული მთელი ფერწერა, რომელიც 1856წ. დასრულდა. სწორედ ამ დროს იქნა განადგურებული ქართულ-ბიზანტიური ფერწერის ნაშთები. მათ შორის სვეტებზე მოთავსებული ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის პორტრეტები. ამავე წელს ნორიოდან მონასტერში მიმავალ საეკიპაჟო გზაზე აღმართული იქნა ქვის სვეტი შუქურისათვის, რათა გაადვილებულიყო ღამით მონასტერში ასვლა. დღეს შემორჩენილია ამ შუქურის ნაშთი, რომელსაც მისალოცავს უწოდებენ. მონასტრის შეკეთებაში აქტიური მონაწილეობა მიუღია ნორიელ ქტიტორსა(სპონსორი) და მამასახლის, ივანე პეტრეს-ძე არჯევანიძეს, რომელიც მაკაროვის გვარით არის მოხსენიებული ხალხურ ლექსში `არსენა”.
მამა ანტონის საფლავი

1870-1871 წლებში მორწმუნეთაგან მიღებული თანხებით მოწყობილი იქნა ე.წ. `საეკიპაჟო” გზა ნორიხევიდან მონასტრამდე. მონასტერი მნიშვნელოვანია არა მარტო არქიტექტურული თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკორი დანიშნულებითაც. მას შემდეგ რაც 1265 წელს ოქროს ურდოდან შემოჭრილმა ბერქა ყაენმა რუსთავი გადაწვა, საეპისკოპოსო ცენტრი მარტყოფში გადმოიტანეს და ღვთაების მონასტერი გახდა ეპისკოპოსის სამყოფელი. მონასტერის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც კახეთის სამეფიში XV ს-ში გატარებული რეფორმის შედეგად იგი კახეთის ერთ-ერთი სამხედრო ერთეულის _ სადროშოს ცენტრიდ იქცა. აქ ინახებოდა სადროშოს საბრძოლო დროშა. მის ერთ მხარეზე გამოსახული ყოფილა ე.წ. `ხელთუქმნელი” ხატი, მეორეზე კი წმინდა გიორგი. მედროშეები ნორიელი ჭიჭინაძეები ყოფილან.
მონასტერი, რომ ნამდვილად სამხედრო დანიშნულებისა იყო, ამას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილი. ის ამბობს, რომ მონასტერი არის `მსგავსი ციხისა”ო. მონასტერს გარს ერტყა სათოფურებიანი გალავანი, რომლის გარშემოწერილობა 1400 მეტრს აღწევდა. მისი სიმაღლე 8მ. სიგანე კი 2მ. უდრიდა. 1752წ. იგი დაუნგრევიათ ლეკთა მარბიელ რაზმებს. შემორჩენილია მისი ნაშთები.
მონასტერი ძველთაგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ყოფილა, სადაც გახსნილი იყო სკოლა. პლატონ იოსელიანი წერს: `მამაჩემი იყო ამ სკოლის უკანასკნელი მოსწავლე”. სკოლას არსებობო შეუწყვეტია 1752 წელს ლეკთა თავდასხმის გამო. XIX ს-80-იანი წლებიდან 1914 წლამდე ჩატარებულა მთელი რიგი აღდგენითი სამუშაოები (ამჟამად მონასტერი არის მოქმედი).
სურვილისამებრ მერე თუ გსურთ ჩავიდეთ ჩემტან სახლში, ღვინო მაქვს, არაყი მაქვს. თუ გსურთ იქვე ბუნებაში დავჯდეთ, არის საქეიფო ადგილებიც..
წავიყვანოთ მეუღლეები, შვილები, საცოლეები, შეყვარებულები.
თანხა დავდოთ [color="#FF0000"]20-20[/color] ლარი. მეგონირო ნორმალურია..
აბა რას იტყვით?
დაწვრილებით:
http://forum.audiclub.ge/index.php?/topic/...t__0entry3298