ჩემი შთაბეჭდილებები მინის შესახებ:

ესეიგი მინი მყავს უკვე 1 წელზე მეტი, ტიპტრონიკი, იაპონიიდან ჩამოვიყვანე 45000 გარბენით,ძრავის ზეთის შეცვლის მეტი არაფერი გამიკეთებია, ისიც აქ არ მიყიდია გერმანიიდან ჩამომიტანეს CASTROL.ჰო კიდე ჭერი გავკრასკე შავად.
15000 გავიარე უკვე და სრულიადაც არ მომწყენია, უჩვეულო მანქანაა, პატარა, მაგრამ დიდი შესაძლებლობებით.

მოსახვევვის მეფე, ბევრი მანქანა ვიცი, მაგრამ მანევრში ვერცერთი ვერ შეედრება,იგივე შემიძლია ვთქვა მუხრუჭზეც. ყველაზე დიდი მინუსია მისი მოცულობა. მისი ყიდვის შემდეგ შემეძინა პატარა და მოცულობის პრობლემა უფრო გამწვავდა ჩვენს ოჯახში, მიუხედავად იმასა რომ სამნი ვართ (მე , მეუღლე და პატარა)

ამის გამო ვფიქრობ შეველიო ჩემს საყვარელ მანქანას, თუმცა ძალიან მიჭირს ამის გაკეთება მაგრამ ოჯახისთვის ასე სჯობს

რათქმაუნდა შელევის პროცესს რაც შემიძლია ვწელავ, მაგრამ ვიცი რომ მაინც მომიწევს.

ჩემი რჩევა იქნება მათთვის, ვინც აპირებს მინის ყიდვას: არ იყიოდთ! იმიტომ, რომ შელევა როდესღაც მაინც მოგიწევთ და ძალიან ძალიან ძალიან რთულია ამის გაკეთება, რადგან უსაზღვროდ შეგიყვარდებათ.
ესეც ჩემი მინი