ესეც ძალიან კარგი ინფოა
დასახელებულია 2010 წლის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილებისაქვეყნოდ ცნობილმა ჟურნალმა Forbes 2010 სამოდელო წლის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები დაასახელა. ტოპ-ათეულის სათავეში Mercedes-Benz S65 AMG მოექცა.
2006 წლიდან წარმოებაში გაშვებული „ლუქს“ კლასის ავტომობილის ღირებულება, მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ფასის შესაბამისად, 201 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია - ავტოს ამორტიზაცია დაახლოებით 127 ათას აშშ დოლარადაა შეფასებული, ხოლო მისი შენახვა მფლობელს კიდევ 234 ათასი აშშ დოლარი დაუჯდება ხუთი წლის მანძილზე, იუწყება სარეკლამო-საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი“.
Forbes-ის ვერსიით, მეორე ადგილი წილად ხვდა Mercedes-Benz CL. მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ფასი 207 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ამორტიზაცია - 103 ათას აშშ დოლარს, ხოლო ხუთწლიანი შენახვის ხარჯები - 199 ათას აშშ დოლარს.
ყველაზე ძვირადღირებული ავტოების სამეულის ბოლო ადგილს იკავებს 155 ათას აშშ დოლარად შეფასებული Audi R8, ამორტიზაციის თანხით 92.7 ათასი აშშ დოლარი და ხუთწლიანი შენახვის ხარჯებით - 183 ათასი აშშ დოლარი. მის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების სიაში კლებადობის წესით ფიგურირებენ: BMW 7, BMW M6, Jaguar XJ, Mercedes-Benz CLS, Jaguar XK ,Chevrolet Corvette და Land Rover Range Rover.
საყურადღებოა, რომ ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების რეიტინგში, Forbes-ის ვერსიით, ვერ მოხვდნენ „ეგზოტიკური“ ავტომობილები Lamborghini და Ferrari, რომლებსაც, ჟურნალის ინფორმაციით, ბაზარზე საკმაოდ მოკრძალებული ნიშა უკავიათ.

No. 1. Mercedes-Benz S Class
სეგმენტი: Prestige
მოდელი: S65 AMG sedan, twin-turbo 6-liter V12
მწარმოებლის ფასი: $201,150
ამორტიზაცია: $126,535
ხუთი წლის შენახვის ბიუჯეტი: $233,731

No. 2. Mercedes-Benz CL Class
სეგმენტი: Prestige
მოდელი: CL65 AMG coupe, twin-turbo 6-liter V12
მწარმოებლის ფასი: $207,170
ამორტიზაცია: $103,187
ხუთი წლის შენახვის ბიუჯეტი: $199,391

No. 3. Audi R8
სეგმენტი: Prestige
მოდელი: 5.2 coupe, 5.2-liter V10
მწარმოებლის ფასი: $155,100
ამორტიზაცია: $92,687
ხუთი წლის შენახვის ბიუჯეტი: $182,688

No. 4. BMW 7-Series
სეგმენტი: Prestige
მოდელი: 760Li sedan, turbocharged 6-liter V12
მწარმოებლის ფასი: $136,600
ამორტიზაცია: $85,642
ხუთი წლის შენახვის ბიუჯეტი: $166,232

No. 5. BMW M6
სეგმენტი: Prestige
მოდელი: Convertible, 5-liter V10
მწარმოებლის ფასი: $107,900
ამორტიზაცია: $67,716
ხუთი წლის შენახვის ბიუჯეტი: $141,501

No. 6. Jaguar XJ
სეგმენტი: Prestige
მოდელი: Supersport LWB sedan, supercharged 5-liter V8
მწარმოებლის ფასი: $114,150
ამორტიზაცია: $72,698
ხუთი წლის შენახვის ბიუჯეტი: $140,939

No. 7. Mercedes-Benz CLS Class
სეგმენტი: Prestige
მოდელი: CLS63 AMG sedan, 6.3-liter V8
მწარმოებლის ფასი: $97,950
ამორტიზაცია: $69,904
ხუთი წლის შენახვის ბიუჯეტი: $137,804

No. 8. Jaguar XK
სეგმენტი: Prestige
მოდელი: XKR convertible, supercharged 5-liter V8
მწარმოებლის ფასი: $101,150
ამორტიზაცია: $65,220
ხუთი წლის შენახვის ბიუჯეტი: $128,458

No. 9. Chevrolet Corvette
სეგმენტი: Prestige
მოდელი: ZR3 coupe, 6.2-liter supercharged V8
მწარმოებლის ფასი: $116,880
ამორტიზაცია: $55,039
ხუთი წლის შენახვის ბიუჯეტი: $125,615

No. 10. Land Rover Range Rover
სეგმენტი: Prestige
მოდელი: Supercharged 5-liter V8
მწარმოებლის ფასი: $94,275
ამორტიზაცია: $54,600
ხუთი წლის შენახვის ბიუჯეტი: $117,191
* * *
-
-
-
-
-
-
-
-
-
-პ
Mercedes-Benz სამცილინდრიანი ძრავების ხაზს გეგმავს
უცხოური წყაროების ინფორმაციით, Mercedes-Benz ამჟამად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, შექმნას თუ არა სამცილინდრიანი ძრავების ხაზი. თუ კონცერნი გადაწყვეტს ამის განხორციელებას, ის თავის V6 ხაზში დამატებით მიიღებს მეორე კერძო პროდუქტს. თუმცა, ეს საქმე ხარჯიანია, ვინაიდან დამატებით საინჟინრო სამუშაოებს ითხოვს, მათ შორის, ძრავის ჩარჩოს შეცვლასთან დაკავშირებით.
თუ მწარმოებელი უარს იტყვის საკუთარ ხაზზე, Mercedes იძულებული გახდება მიმართოს საამქროს მუშაკებს შემცირებული ოთხცილინდრიანი ძრავისთვის. ამ შემთხვევაში კომპანიას მოუწევს ტურბირების ახალი სისტემის შემუშავება და პირდაპირი შესხურების ადაპტირება. ნებისმიერ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში А- და В-კლასში დავინახავთ 1,4-1,6-ლიტრიან ძრავებს. გამორიცხული არაა, რომ შემდგომში ისინი C-Class-ის მიერ იქნება ნასესხები.
=
=
=
=
=
=
=”
”მერსედეს-ბენცის” პლაგ-ინ კონცეპცია ”ვიჟნ S500”
ფრანკფურტის საავტომობილო შოუს დამთვალიერებელს, გარემოსადმი მეგობრული ავტომობილების ნამდვილი ბუმი ელით. ძნელად თუ მოიძებნება ავტომწარმოებელი, რომელიც გამოფენაზე პავილიონს დაიქირავებს და იქ ”მწვანე” ავტომობილს არ წარადგენს. რა თქმა უნდა, გარემოსადმი მზრუნველობის მარაქაში გერმანული კომპანიებიც არიან გარეულნი, რომლებიც არაერთ ჰიბრიდულსა და ელექტრონულ სიახლეს გვიმზადებენ. მათ შორის კი ერთ-ერთი ”მერსედეს-ბენცია”.
შტუტგარტულმა გამოფენისსთვის რამდენიმე ”მწვანე” კონცეპცია მოამზადა, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული, S-კლასის სედანის ბაზაზე დამზადბული პლაგ-ინ ჰიბრიდული ”ვიჟნ S500-ია”. ამ ავტომობილში იგივე ჰიბრიდული ტექნოლოგიაა გამოყენებული, რაც ჰიბრიდულ S400-ში და ის ერთი გალონი (3.785 ლიტრით) საწვავით 117 კილომეტრს გადის.
ჰიბრიდულ აგრეგატში ბენზინის V6 და ელექტროძრავია გაერთიანებული. ამ უკანასკნელის ენერგიით მომარაგებაზე კი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ”ზრუნვს”. მხოლოდ ელექტროძრავით, ”ვიჟნ S500-ს” 30 კილომეტრის გავლა შეუძლია. მერე კი, როდესაც აკუმულატორები დაიცლება, საქმეში ავტომატურად ერთვება შიდაწვის ძრავი და ამის შემდეგ, ავტომობილი ჩვეულებრივი ჰიბრიდივით მუშაობს.
ამ ეტაპზე, სულ ეს არის, რისი თქმაც ”სამქიმიანების” ახალ ჰიბრიდულ ავტომობილზე შეიძლება. მისი მუშაობის პრინციპის შესახებ, უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ფრანკფურტის შოუს დროს გამოქვეყნდება.
* * *
მერსედეს ბენცი” თავის ახალ სტილს ჟენევაში გვაჩვენებს
”მერსედეს ბენცი” თავისი კორპორატიული სტილის შეცვლას აპირებს და ამის პირველ ნიშანს, ჟენევის საავტომობილო შოუზე, კონცეპტუალური ”F800 სტაილის” სახით ვნახავთ. ამ ავტომობილით, შტუტგარტელები თავიანთი ახალი დიზაინის შემუშავებას იწყებენ, რომელსაც სავარაუდოდ (ამ ვარაუდის საბაბს ის ფაქტი იძლევა, რომ ბევრი პარამეტრით, ეს კონცეპცია ოთხკარიან კუპე CLS-ს მოგვაგონებს), პირველად ლუქსის კლასის ავტომობილებზე გამოიყენებს.
”F800 სტაილი” სრულიად ახალ, უკანა წამყვანბორბლიან პლატფორმაზეა აგებული, რომელიც მალე შეცვლის იმ ძვირადღირებულ არქიტექტურას, რომელსაც ”მერსედესი” ამჟამად იყენებს. ძველ პლატფორმას ორმაგი, სენდვიჩის ტიპის ძირი აქვს, რაც მის სიხისტეს განაპირობებს. ახალი პლატფორმა უნივერსალური იქნება და კუპე CLS-ის გარდა, მას A და B კლასის შემდგომი თაობის ავტომობილებისთვისაც, ასევე უგზოობის ახალი კომპაქტური მოდელისთვისაც გამოიყენებენ.

კონცეპტუალური ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4.738, სიგანე 1.938, სიმაღლე 1.445 და ბაზა 2.924 მეტრი. საბარგულის მოცულობა კი 440 ლიტრს აღწევს. ”სამქიმიანების” მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ ”F800 სტაილის” და მეორე თაობის CLS-ის ზომები იდენტური იქნება.
კონცეპტუალური ავტომობილისთვის, შტუტგარტელებმა ორი ძრავი მოამზადეს. მათგან ერთი ჰიბრიდულია. მასში 300-ცხენისძალიან V6 ბენზინის ძრავთან, 109-ცხენისძალიანი ელექტროძრავია შეწყვილებული, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს. თავის მხრივ, ეს აკუმულატორები საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან იმუხტება.

”მერსედეს ბენცის” მონაცემებით, ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი ”F800 სტაილი” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 4.8 წამში აკრეფს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ იქნება. თუ ავტომობილი მარტო ელექტროძრავით ივლის, მაშინ მისი მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ, სვლის სიშორე კი 29 კილომეტრი იქნება.
მეორე აგრეგატი ელექტროძრავია, მისთვის აუცილებელ ენერგიას კი წყალბადის ფიჭური ელემენტები გამოიმუშავებს. ელექტროძრავის სიმძლავრე 136 ცხენის ძალაა, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკიგან ღებულობს, ეს კი ფიჭური ელემენტებისგან იკვებება. ფიჭური ელემენტების დანადგარი ავტომობილის წინ მდებარეობს და მათში ელექტროენერგიის გამომუშავება, წყალბადსა და ჟანგბადს შორის ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება. ფიჭური ელემენტების გარდა ენერგიის გამომუშავება კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემის მეშვეობითაც ხდება, რომელიც დამუხრუჭების შედეგად წარმოქმნილ ენეგიას ითვისებს.
კონცეპტუალური ავტომობილი აღჭურვილია სისტემა ”ტრეფიკ ჯემ ესისტენტით”, რომელსაც 40 კმ/სთ სიჩქარემდე, საჭის მექანიზმის, მუხრუჭების და აქსელერატორის სრულად კონტროლის უნარი აქვს. ავტომობილის უსაფრთხოებას ემსახურება სისტემა ”პრე-სეიფ”, რომელიც ავარიულ სისტემას დამოუკიდებლად აფიქსირებს და მის თავიდან არიდებასაც თავადვე უზრუნველყოფს.
ჟურნალ ”ავტოქართან” საუბრისას, ”მერსედეს ბენცის” დიზაინის განყოფილების შეფმა გორდონ ვაგენერმა განაცხადა, რომ მეორე თაობის კუპე CLS სწორედ ”F800 სტაილის” სტილში შესრულდება და მის გაყიდვას შტუტგარტელები მერმის დაიწყებენ. ამასთან, კონცეპტუალური ავტომობილის წინა ნაწილის დიზაინს მალე ”სამქიმიანების” სხვა მოდელებზეც ვიხილავთ.
* * *
”მერსედეს ბენცის” ”SLS AMG გალვინგი” ფორმულა 1-ის პეისკარი გახდა
სხვა ავტომობილებთან ერთად, ჟენევაში ”მერსედეს ბენცმა” ფორმულა 1-ის ატრიბუტიკით გაწყობილი სუპერ ავტომობილი ”SLS AMG გალვინგი” წარმოადგინა, რომელიც ამ სეზონში, ფორმულა 1-ის ოფიციალური პეისკარის მოვალეობებს შეასრულებს. ეს ავტომობილი შტუტგარტული კომპანიისვე როდსტერ SL 63 AMG-ს ჩაანაცვლებს, რომელიც დიდი პრიზების ცირკს წინა ორ სეზონში ემსახურებოდა.
ახალი პეისკარი თავის მოვალეობებს რამდენიმე დღეში, ბაჰრეინის დიდ პრიზზე შეუდგება, მსოფლიო საზოგადოებისთვის მის წარდგენაში კი მონაწილეობა ”სამქიმიანების” ფორმულა 1-ის გუნდის გერმანელმა პილოტებმა - მიხაელ შუმახერმა და ნიკო როსბერგმა მიიღეს.
ახალი პეისკარი იმავე 571-ცხენისძალიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც სტანდარტული ”SLS AMG გალვინგი”. ამასთან, ძრავთან 7-საფეხურიანი კოლოფია დაკავშირებული, რომელიც ძრავისგან მაბრუნ მომენტს ორმაგი ქუროს გავლით ღებულობს. გაფორმების გარდა, სტანდარტული ავტომობილისგან პეისკარს ახალი გამოსაბოლქვი სისტემაც განასხვავებს, რომელიც ძრავის გრუხუნა ხმას არბილებს. და, რა თქმა უნდა, სახურავის უკანა ნაწილში, სპეციალური მანათობლებია დამონტაჟებული. გარედან, ავტომობილი ფ1-ის ლოგოებითაა აჭრელებული.
სალონში, ცენტრალურ პანელზე დამატებულია ორი მონიტორი, საიდანაც, პეისკარზე მომუშავე მარშლები რბოლას ადევნებენ თვალყურს. მათსავე განკარგულებაშია რადიოსისტემა, რომლის მეშვეობითაც, პეისკარის პერსონალს კავშირი მთავარ მსაჯთან აქვს. ცენტრალურ პანელზევეა დამონტაჟებული ეგრეთ წოდებული მარშალის სისტემა, რომლის მეშვეობითაც, მანქანის პილოტი იმავე ნიშნებს ღებულობს, რომლებიც სპეციალური საშუალებებით, რბოლის მონაწილეებსაც გადაეცემათ.
”SLS AMG გალვინგის” გარდა, ფორმულა 1-სთვის სამსახურს გააგრძელებს უნივერსალი ”მერსედეს SL 63 AMG ესტეიტი”, რომელიც ფ1-ის ოფიციალური სამედიცინო ავტომობილის მოვალეობებს შეასრულებს.
* * *
-
-
-
-
-
მხოლოდ სამი ცილინდრი C-კლასის ”მერსედესისთვის
საწვავის გაძვირება და გარემოზე ზრუნვა ის მიზეზებია, რომელთა გამოც, ავტომწარმოებლები ეკონომიური ავტომობილების წარმოებას სულ უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებენ, მყიდველიც, არჩევანის გაკეთებისას, სულ უფრო ხშირად, სწორედ გარემოზე ზრუნვას ავლენს მაშინაც კი, როდესაც ის პრემიუმ სეგმენტის ავტომობილს ყიდულობს.
ჰოდა, რაღა გასაკვირი უნდა იყოს, რომ მაღალი კლასის ავტომობილების ისეთი მწარმოებლები, როგორებიცაა ”მერსედეს-ბენცი” და ”ბეემვე”, ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს ინტენსიურად ამუშავებენ და ასე განსაჯეთ, ძრავების ლიტრაჟსაც კი ამცირებენ, რაც სულ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო.
ასე მაგალითად, ”მერსედეს-ბენცს” დამუშავებული აქვს ტექნოლოგია ”დიზოტო”, რომელშიც დიზელისა და ბენზინის ძრავების თვისებებია შერწყმული. ამ ძრავის ტესტირების დროს, S-კლასის სედანმა ერთი გალონი (3.785 ლიტრი) საწვავით 62.4 კილომეტრის გავლა შეძლო. პარალელურად, შტუტგარტელები გამალებით ამზადებენ S400-ის და ML450-ის ჰიბრიდულ ვერსიებს, რომელთა წარმოებაც რამდენიმე თვეში აიღებს სტარტს.
უფრო მეტიც, ჰოლანდიური ჟურნალი ”აუტოუიკ” იტყობინება, რომ ”სამქიმიანები” უფრო რადიკალურ ნაბიჯსაც ამზადებენ. ჟურნალის კორესპონდენტთან საუბრისას, ”მერსედეს-ბენცის” კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის შეფი თომას ვებერი ამბობს, რომ 2012 წლამდე მისი კომპანიის სამოდელო გამის უკლებლივ ყველა მოდელს აუცილებლად ექნება ჰიბრიდული ვერსია, ზოგიერთ მოდელზე კი სამცილინდრიანი ძრავებიც კი გამოჩნდება. ასეთი ძრავები ოთხცილინდრიანებზე გაცილებით მსუბუქი და ეკონომიური იქნება და იმავდროულად, სიმძლავრეშიც არ ჩამორჩება.
ვებერის თქმით, ამ ეტაპზე, ”მერსედეს-ბენცი” ეძებს პარტნიორს, რომელიც სამცილინდრიანი ძრავების შემუშავებაში დაეხმარება. ასეთ ძრავებს შტუტგარტელები თავიანთ პატარა ავტომობილებზე - ”სმარტზე”, A და B კლასის ჰეჩბეკებსა და C-კლასის სედანზეც კი გამოიყენებენ.
* * *
-
-
-
-
-
-
-[size=7]”მერსედესი” უსაფრთხოების რევოლუციას ამზადებს/size]

”მერსედეს-ბენცი” წარმოებისთვის ამზადებს უსაფრთხოების სისტემა ”პრესეიფის” მეორე თაობის მოწყობილობას, რომელიც მძღოლს ავარიის თავიდან არიდებაში დაეხმარება და თუ ავარია მაინც მოხდა, მის შედეგებს შეარბილებს. ინგლისურ გამოცემა ”ქარ-ის” ინფორმაციით, ”სამქიმიანები” თავიანთი ახალი ტექნოლოგიის ოფიციალურ დებიუტს მომდევნო კვირაში გეგმავენ.
იგივე ჟურნალი წინასწარ გვაცნობს შტუტგარტული კომპანიის უსაფრთხოების პასიური და აქრიური სისტემების მოქმედების პრინციპს. სი, ზოიერთი მათგანი:
მალე ”მერსედეს-ბენცის” ავტომობილები აღიჭურვება ცვალებადი ფორმის გვერდითა პანელებით, რომლებიც სტრუქტურას და ფორმას მაშინვე იცვლიან, თუ სისტემა ”პრესეიფ” ავარიის გარდაუვალობას დაადგენს. ამ დროს, კარებში, სპეციალური პნევმატური მოწყობილობით გააქტიურდება ცილინდრული სექცია, რომელიც დამატებითი დამცველი ძელის ფუნქციას შეასრულებს და მძღოლს და მგზავრებს ტრავმისგან დაიცავს.
მეორე სისტემა, გვერდითი დარტყმის შემთხვევაში, სავარძლებს შუისკენ მიმართავს. მგზავრების ერთმანეთთან შეჯახებისგან დასაცავად კი, მათ შორის მყისიერად გაიბერება უსაფრთხოების ბალიში.
კიდევ ერთი სისტემაა უკანა მგზავრებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების გასაბერი ღვედები. მათი მეშვეობით, ძლიერი შეჯახებისას, მგზავრების მკერდის არე მძიმე დაზიანებისგან იქნება დაცული.
მომავალში ”მერსედეს-ბენცი” გეგმავს ახალი სისტემის დანერგვას, რომელიც უკნიდან გარდაუვალ ავარიულ სიტუაციას გამოიცნობს. კიდევ ერთი სისტემა, უკნიდან შეჯახების შემთხვევაში, ავტომობილს დამატებით დაამუხრუჭებს, რათა ის წინ მიმავალ მანქანას არ დაეჯახოს.
დაბოლოს, გერმანელმა ინჟინრებმა შეიმუშავეს უსაფრთხოების გარე ბალიში, რომელიც წინა ბორბლებს შორის მოთავსდება. ამ ბალიშის გარსი ფრიქციული მასალისგან დამზადდება და მაშინ ამოქმედდება, თუ ”პრესეიფი” დაადგენს, რომ ჩვეულებრივი მუხრუჭებით შეჯახების თავიდან არიდება ვერ ხერხდება. ამ დროს იშლება სამუხრუჭე ბალიში და გზის საფართან ხახუნის წყალობით, დამატებითი მუხრუჭის მოვალეობას ასრულებს.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის დაიწყებს ”მერსედეს-ბენცი” ამ სისტემების დანრგვას. მათგან კომპანიი სერიულ ავტომობილებზე ყველაზე ადრე ალბათ უსაფრთხოების გასაბერი ღვედები და უკანა შეჯახების ამომცნობი სენსორები დაინერგება.
This post has been edited by ZAZ 030 on 26 Apr 2010, 00:44