მე დისკო I მყავს მეოთხე წელია.
მოკლედ ჩამოვწერ.
+ ები
1. წინაც ბალკა, უკანაც ბალკა.
2. საკმაოდ ტევადი.
3. დიზელი ძალიან ეკონომიური ( რუჩკა ქალაქში 10 ლიტრა , ავტომატი 12 ). (ცნობისათვის პაჯერო ავტომატი ქალაქში 14-15-ს მიწვავდა).
4. სტოკში თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესო გამავლობა. (მოკლე ბაზა + დიდი სვლები)
5. გამძლე ძრავები, ორივე დიზელი, ბენზინი,
6. გამძლე ავტომატი. (ZF-ის , სხვათაშორის ძველ ბმჭ-ებზე აყენია.) ასევე რაზდატკაც.
7.მარტივი. ბევრი რამე სახლშიც შეგიძლია გაუკეთო. შესაბამისად მომზადებაც მარტივია.
8. ნაწილები ძვირი აღარ არის თავის კონკურენტებზე, ფეიქრებზე დაშლილების წყალობით.
9.ძალიან რბილად დადის.
- ები
1. სუსტი ელექტრობა. (ძირითადად პატარპატარა რაღაცეები, მცველები, რელეები).
2. ხიდებში საკმაოდ დაბალი გადაცემათა რიცხვი, რაც ზღუდავს 32-ზე მეტი საბურავების დაყენებას.
3. პატარა არკები. დალიფტვის გარეშე 31-ებზე მეტი არ მიდის.
4.პატარა გვერდითი სარკეები.
5.ზეთის სალნიკების პრობლემა, ძირითადად რაზდატკაა ქვემოდან ზეთიანი.
6.მოსახვევებში ძალიან ქანაობს.
7.ძალიან დიდი მოხვევის რადიუსი, რაც ვიწრო ქუჩაზე მოხვევისას ძალიან დამღლელია.
+ იც და - იც ალუმინის კაპოტი და კრილოებია.
პლიუსი იმიტომ რომ ალუმინია და არ იჟანგება.
მინუსი იმიტომ რომ თუ შეიღუნა გასწორებაში ძვირს
მოგთხოვენ.
მგონი სულ ეს არის
This post has been edited by idallgo on 1 Jul 2010, 16:31
Novus ordo seclorum...