ხრეითი-ჭელიაღელე, ანუ რაჭის ქედი 2011
კარგა ხანია შემოაბიჟა 2011-მა წელმა. ჩვენ კლუბს წელს უკვე ქონდა რამდენიმე პატარა გასვლა, მაგრამ ჩვენი საექსპედიციო წელი უკვე ტრადიციულად მეორედ რაჭის ქედის დალაშქვრით იწყება. ამიტომ 22 იანვარს დილით ექვსი ლენდ როვერი თავისი ეკიპაჟებით ერთი წლის თავზე კვლავ შევიკრრიბეთ რაჭის ქედის დასალაშქრად და ჭელოს სტუმართმოყვარეობის დასატესტად

შემადგენლობა იყო შემდეგი:
ტარასა და ჭელო – Land Rover Discovery 1;
ვახო და დათო ჭეიშვილები, ნიკა ბურჭულაძე, გია თავართქილაძე, ალეკო ღუღუნეიშვილი - Land Rover Discovery 2;
გიორგი ზაალიშვილი, იუზა ცერცვაძე, ნიკა ასათიანი, გია - Land Rover Discovery 2;
ცეტროვკა, აქანაიქანა, გურამ ტომარაძე - Land Rover Defender 110;
ჯუნიორა ჯუნიორებით- Land Rover Discovery 1;
შოთა ტაბიძე, ბუთო, გიო - Land Rover Discovery 2;
ამ შემადგენლობას რო ვუყურებდი ძალაუნებურად ვავლებდი პარალელებს შარშანდელ ექსპედიციასთან:
ყველა ისევ ამაღლებული განწყობით და შემართებით ვიყავით დაუძლეველის დასაძლევად, მაგრამ მეტი თავდაჯერებულობით, მეტად მომზადებულები!!! აქვე მივხვდი, რომ ჩვენ ყველანაირი წინააღმდეგობის გადალახვას შევძლებდით ერთად!
დავიძარით, ჩვენმა კოლონამ იარა 171 კმ ჭიათურამდე, სადაც ჭიათურის პრინცის ძმა გიორგი ერაძე გველოდებოდა ხუთ ლიტრიანი მუხაში დაყენებული არყით (რას გვერჩოდა, რა უნდოდა? !!!!). ჭიათურიდან ისე ვერ გავიდოთ რო შინმოუსვლელის მონუმენტთან არ გავჩერებულიყავით, სადაც შარშან 6 ლენდის ეკიპაჟს გვეძინა

მალე გამოჩნდა ხრეითიც და დაიწყი ის, რასაც ამდენი ხანი ველოდით - თოვლი!!!
დამაჯერებლად მივუყვებოდით ზემო იმერეთის თოვლიან აღმართებს, გზადაგზა იშლებოდა ულამაზესი ხედებიდა გვხვდებოდა რთული მონაკვეთები, მაგრამ როგორც ცნობილია ძალა ერთობაშია.
ზემოთ და ზემოთ თოვლის საფარი იმატებდა და უფრო საინტერესო ხდებოდა ყველაფერი. ავანგარდში მიმავალი ტარასა და ჭელო დიდ ტალახიან-ყინულიან გუბეში ჩაეფლო და მის ამოსაყვანად წინა დღეს ჭელოს გაკეთებული ძალოვანი ბამპერი ხეზე მისაყრდნობად და ჯალამბარით ამოსაყვანად გამოვიყენეთ, ან კიდე ჯინიორის მანქანის გუბიდან რამდენჯერმე ამოყვანის შემდეგ დაზიანებული საჭის მექანიზმის საველე პირობებში აქანაიქანას მიერ შეკეთება... მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო, რომ სვანმა (ტარასამ) სამჯერ მითხრა მაიტა ნასოსიო, სამივეჯერ მივევი და ამის გამო ყველაფერი მშვიდობიანად მიდიოდა. შემდეგ იყო კალეები, დიდი ნამქერები, ჯალამბრობები... და აი 17 საათიანი სიამოვნების შემდეგ გამოჩნდა დანიშნულების ადგილი ჭელოს სოფელი ჭელიაღელე, სადაც ფეირვერკებით ავნიშნეთ მშვიდობიანი ჩამოსვლა და დავიწყეთ მე-2 სერია, რასაც პირადად ჩემთვის დილით „პახმელია“ მოჰყვა.
დილიდან მოვინახულეთ ნიკორწმინდა, დიდი მღვიმე და უდაბნო, სადაც ვიმწვადავეთ და შთაბეჭდილებებით დატვირთულები გამოვეშურეთ თბილისისკენ.
ისევ კოლონა, ისევ ამაღლებული განწყობა და უკვე ფიქრებში შემდეგი ექსპედიციის დაგეგმვა... სად??? ალბათ ჩემთან გურიის მთებში...
ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.facebook.com/album.php?aid=3943...100927716618156