გამარჯობათ პირველ რიგში გილოცავთ შობა-ახალწელს. 
 როგორც იქნა მეც გავხდი ნამდვილი მანქანის მფლობელი .
land rover discovery 2004წლის , 4.6 ძრავი,მექანიკური ბლოკირებით, ქარხნული სპორტული ამორტიზატორებით, მსხვილი დუგებით სახურავზე და ქარხნული "კენგურატნიკით"+ დამატებითი ფარები. ბევრი რომ არ ვილაპარაკო თბილისში ყველაზე ლამაზი დისქოვერია 

მანქანას გარბენი ჩამოყრილი არ აქვს და გაიარა 76000მილი. 
ეხლა რა მაინტერესებს: გავუკეთე ყველანაირი დიაგნოსტიკა არაფერი არჭირს მანქანას სართოდ მაგრამ ერთხელ ამინთო  M S  და მას მერე აღარ აუნთია, როგორც დიაგნოსტიკამ ანახა ავტომატური კოლოფის მდგომარეობის მიმწოდია გაფუჭებულიო. ცენტრში სადღაც 1600 ლარი ღირს მემგონი გაბერილი ფასი აქვთ და საერთოდ ერთხელ რატო აანთო და მას მერე ჩუმად რატოა ან თუ შეიძლება მიმწოდის უბრალოდ შეკეთება და რამდენად სანდო იქნება.
მეორე რაც მაიტერესებს: ძალიან ბევრს მიწვავს 25 ლირტი უნდა ქალაქში ოღონდ ყოველთვის პირველი ვარ შუქნიშანზე. გაზი რომ ჩავაყენო მემგონი გავაფუჭებ მანქანას და არ მინდა რომ საბარგულიც შევწირო. ვინმესთუ გიყენიათ წყალბადი მაინტერესებს რამხელა ეკონომიას იძლევა რა ღირს ჩაყენება დაახლოებით და ეგეც გაზის აპარატურასავით ხომ არ აფუჭებს ძრავს.
დიდი მადლობა წინასწარ. 
This post has been edited by ZIPP0 on 13 Jan 2014, 23:19