ძმებო დღეს ახალი სტატია მოვამზადე ჩვენი საიტისთვის გადაიკითხეთ როგორია?

მერე ჩიბარა დადებს საიტზე.
petrucc1ADDminწიკითხეთ ახალი E კლასი რა წარმატებულია, რომ არ მოგწონთ

(ნუ გემოვნების ამბავია)
.............................................................................

უკვე 300,000 ერთეულზე მეტი E კლასი ჩაბარდა თავის პარტონს !!!
მას შემდეგ რაც Mercedes-benz-მა ახალი E კლასი მზის შუქზე გამოუშვა, მან აქტიურად დაიწყო და აგრძელებს მომხმარებელთა გულების მსოფლიო მაშტაბით დაპყრობას და უკვე 300,000 ერთეულზე მეტი მანქანა ჩაბარდა თავის პატრონს. Mercedes-benz-ის გაყიდვების და მარკეტინგის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი ჯოაკიმ შმიტი განაცხადებს: "ახალი E კლასი არის წარმატებული უსაფრთხოების ახალი სტანდარტების, კომფორტის და პროდუქტიულობის დანერგვაში, ასევე დიდად აღსანიშნავია ბაზრის ასეთი ათვისება. ამის ნათელ დემონსტრირებას ახდენს ის ფაქტი, რომ ოთხივე მოდელი: სედანი, უნივერსალი, კუპე და კაბრიოლეტი თავის კლასში კონკურენტებთან შედარებით ამჟამად მსოფლიოს "ბესტსელერია". მინდა ასევე გამოვხატო ჩვენი აღტაცება მომხმარებელთა ასეთი დადებითი პასუხისათვის, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია Mercedes-benz-ის წარმატებისთვის".
E კლასის ახალი ოჯახის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 230,000 სედანი, 28,000 უნივერსალი, 60,000 კუპე და კაბრიოლეტი უკვე ჩაბარდა თავის პატრონს. 2009 წლის მარტში სედანი გამოვიდა, რომელსაც ორი თვის მერე მაისში მოყვა კუპე და ნოემბერში უნივერსალი. კაბრიოლეტის ბაზარზე წარდგენა 2010 წლის მარტში მოხდა, რომლემაც შეავსო ახალი E კლასის ოჯახი და უზრუნველყო Mercedes-benz-ი თავის მომხმარებელს შესთავაზოს ამ სეგმენტში პროდუქტის უბადლო დიაპაზონი.
ბაზარზე სედანი თავის შესაბამის კლასში გლობალური ლიდერი გამოსვლიდან ერთ თვეში გახდა და დღესაც ლიდერობას წარმატებით ინარჩუნებს. იგი თავის კონკურენტებზე სხვადასხვა ბაზარზე შემდეგნაირად დომინირებს: გერმანიაში 50%-ზე მეტი, დანარჩენ ევროპაში დაახლოებით 40%-ზე მეტი და ამერიკაში 30%-ზე მეტით. 2010 წლის პირველ ნახევარში მსოფლიო მაშტაბით Mercedes-benz-მა 101,700 E კლასის სედანი გაყიდა, ამ მაჩვენებლის წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაყიდვები 62%-ით გაიზარდა. ახალი E კლასის გრძელ ბაზიანი ვერსია (Long wheelbase) ჩინეთის ბაზარზე ეხლახანს წარსდგა და გაყიდვების ეგეც დაეხმარება.
ასევე E კლასის კუპე ძალიან პოპულარულია მომხმარებელთა შორის და გაყიდვების დიდი მაჩვენებელი წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოვლინდა. კუპის ყველაზე დიდი ბაზარი ამერიკაშია, რომელიც სრული გაყიდვების 20%-ს შეადგენს, შემდეგ მოყვება გერმანია, ინგლისი და ჩინეთი. ახალი E კლასის კაბრიოლეტი რომელიც ახალახანს გამოჩნდა უკვე ბრწყინვალე გამოხმაურება მოყვა და ბაზარზე გამოჩენიდან ორ თვეში ლიდერი გახდა თავის სეგმენტში.
E კლასის უნივერსალიც ძალიან კარგად მიღებულია მომხმარებლის მიერ და მისი გაყიდვები ორმაგად გაიზარდა წლის პირველ ნახევარში. ამ მოდელის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი გერმანიაა, სადაც იგი თავის სეგმენტში ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს. Mercedes-benz-მა 2010 წლის პირველ ნახევარში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი რაოდენობა გაყიდა 21,500 ურთეული პლიუს 124%.
ახალი E კლასის წინამორბედი W211 სერიაც ძალიან წარმატებული იყო მსოფლიო მაშტაბით. მთლიანობაში 1,6 მილიონი სედანი და უნივერსალი გაიყიდა, ბაზარზე გამოსვლიდან ექვსი წლის განმავლობაში. გასულ 60 წელიწადში მსოფლიო მაშტაბით E კლასის რვა თაობამ თორმეტი მილიონი მომხმარებლის გულის დაპყრობა შეძლო.
გლობალური ბაზრისთვის E კლასის ავტომობილებს ორი გერმანული ქარხანა აწარმოებს: ბრემენის ქარხანა, რომელიც კუპეს და კაბრიოლეტს უშვებს და სინდელფინგენის ქარხანა სედანს და უნივერსალს. E კლასის გრძელ ბაზიანი ვერსიის (Long wheelbase) წარმოება ხდება ჩინეთში Beijing Benz Automotive Co. Ltd.-ს მიერ.
This post has been edited by Yojik on 6 Aug 2010, 15:30