ძმებო აბა ახალი თემისთვის ახალი უძლიერესი ინფო
(წყარო: autocar.co.uk)
..............................................................

Mercedes-benz - 9G-Tronic გადაცემათა კოლოფზე მუშაობს !!!
წამყვანი საინჟინრო წყაროების მიხედვით Mercedes-benz-ი აქტიურად მუშაობს 9G-Tronic გადაცემათა კოლოფზე რომელიც საკმაოდ "გადაახტება" Audi-სა და BWM-ს მიერ ZF 8 Speed ტიპის გადაცემატა კოლეფებში გამოყენებულ დეტალებს.
9G-Tronic-ის კოლოფის 9 სიჩქარის ბრწყინვალე გადანაწილება საწვავის ეკონომიურად მოხმარებას და CO2 გამონაბოლქვის შემცირების მყარ დაპირებას იძლევა. Mercedes-benz-ის ინჟინრების განცხადებით, ამ ეტაპზე 9 სიჩქარე ტექნიკურად მაქსიმუმია და ასევე იმის გათვალისწიებით რომ მომხმარებელმა ახალ კოლოფის ფლობას თავი კარგად გაართვას.
ახალი კოლოფები გამოყენებული იქნება დიდი მოცულობის მქონე ძრავებზე და სავარაუდოთ მისი დებიუტი 2012 წელს მოხდება ახალ S კლასზე რომელიც ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია, მომავალში სავარაუდოთ ახალ კოლოფებს E კლასის მოზრდილ ძრავებზეც ვიხილავთ.
This post has been edited by Yojik on 5 Aug 2010, 01:33